2022/23 წლების სეზონში უკვე მეხუთედ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე “მეცის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში 21 წლის ცენტრალურმა ფორვარდმა თანაგუნდელები, იუსუფ მაზიზი, ისმაილ ტრაორე და მატიეუ უდოლი დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია (14 გატანილი გოლით), თებერვლის თვეში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლის გატანა და 2 საგოლე […]