საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე” ჩატარებული შეხვედრით გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალთან” ფრე – 1:1 ითამაშა. იმავე სათამაშო დღეს ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოს” სტუმრად – 1:0 აჯობა და სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა წინა სეზონის აღმოჩენამ, საფეხბურთო კლუბმა […]