საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა. აჭარული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონტრაქტი გუნდსა და გიული მანჯგალაძეს, მალხაზ გაგოშიძეს, გიორგი ნიქაბაძეს, ლაშა შინდაგორიძეს, ვაკო თევდორაძესა და ავსტრიელ ლეგიონერ, ლუკაშ გროცურეკმა დატოვა. სტეფან დენკოვიჩი 2022 წლის სეზონისთვის, გია გეგუჩაძის გუნდს დიდი ალბათობით გორის “დილადან” ირაკლი ბიძინაშვილი და “დინამო თბილისიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული მილან რადინი […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის TOP 10 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 223 გატანილი გოლით დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო განახევრებულმა ფორმატმა გუნდებს მხოლოდ 18 ტურის ჩატარების შესაძლებლობა მისცა, შესაბამისად, წინა სეზონის შედეგიანობის მაჩვენებელიც თითქმის ორჯერ ნაკლებია (476). სეზონის განმავლობაში იყო რამდენიმე უხვგოლიანი შეხვედრა, მთლიანობაში კი 22 ისეთი მატჩი ვიხილეთ, რომელშიც სულ მცირე 4 გოლი გავიდა, ესენია: “ლოკომოტივი” – “სამტრედია 3:1 (1 […]
ეროვნული ლიგა: XVI ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-16 ტური გოლებით დახუნძლული არ ყოფილა და პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა. სამმა გუნდმა ანალოგიური ანგარიშით – 1:0 იმარჯვა, ერთადერთი შეხვედრა კი, რომელშიც სულ მცირე 3 ბურთი გავიდა უშუალო კონკურენტების, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი “მერანისა” და “ჩიხურას” დაპირისპირება გამოდგა. რაც შეეხება ტურის დარჩენილ ერთ მატჩს, “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთში – 1:1 ითამაშეს. […]
ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნიო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XVI-ე ტურის ეგიდით, “დინამო არენაზე” გაიმართა, მასპინძელი “დინამო თბილისის” “სამტრედიასთან” – 1:0 გამარჯვებით დასრულდა. ასეთივე ანგარიშით მოახერხა მეორე თბილისურმა კლუბმა მეორე იმერული კლუბის დამარცხება – “საბურთალომ” “ტორპედოს” სძლია. იმერული კლუბების […]
ეროვნული ლიგა: XIV ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სეზონში ყველაზე ხანგრძლივი მე-14 ტური გამოდგა, რომელშიც საჩემპიონო ბრძოლაში “დინამო თბილისი” დაწინაურდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედოს” ქართულ დერბიში სძლია, მისმა უშუალო კონკურენტმა “დინამო ბათუმმა” კი საშინაო არენაზე “ლოკომოტივთან” წააგო. საჭირო 3 ქულა აიღო “სამტრედიამაც“, რომელმაც ელიგაში დასარჩენად ბრძოლაში საჩხერის “ჩიხურას” აჯობა. კიდევ ორი მატჩი “საბურთალოსა” და “თელავს” და […]
ნიქაბაძის საოცარი მაკრატელა და მამარდაშვილის ურთულესი მოგერიება (ვიდეო)
ეროვნული ლიგა: XII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-12 ტური გადადებული მატჩის გამო, მიმდინარე სეზონში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ უხვგოლიანიც. ტურის მთავარი შეხვედრა სწორედ მოგვიანებით ჩატარებული დედაქალაქური დერბი გახლდათ, რომელშიც “დინამომ” “საბურთალოს” – 3:1 აჯობა. იგივე ანგარიშით მოიგო მეორე დინამომაც – ბათუმელებმა “თელავს” სტუმრად აჯობეს. ყველაზე დიდი სხვაობით “ლოკომოტივმა” იმარჯვა – ესპანეთიდან დაბრუნებულმა თბილისელებმა “მერანს” 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. 4 […]
ეროვნული ლიგა: X ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მეათე ტური ამ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. იგი 12 აგვისტოს დაიწყო და 19-ში დასრულდა. სრულ ერთ კვირას გაგრძელებულ ტურში, გულშემატკივარს თითო დღეს თითო მატჩის ხილვის შესაძლებლობა მიეცა. სათამაშო კვირა კახეთის ცენტრში, ადგილობრივი “თელავისა” და მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისის” უგოლო ფრით დაიწყო და გორში, “დილასა” და “ტორპედოს” მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა – 3:1 იმარჯვეს. […]
ნიქაბაძის გაშვების შემდეგ, მერანმა თავდამსხმელი დაიმატა
Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისის “მერანმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ეროვნული ლიგის დებიუტანტ გუნდს ახალგაზრდა თავდამსხმელი შეემატა. 16 წლის გიორგი ხაბულიანს აქამდე საქართველოს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია, ის ჯერ “საბურთალოს” აკადემიაში, შემდეგ კი ბარსელონაში, “მარსეტის” საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა. რამდენიმე დღის წინ, გუნდი გამოცდილმა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ დატოვა, რომელიც ბათუმის “დინამოში” ნიკოლოზ საბანაძის წასვლის შემდეგ გადაბარგდა. […]
საუკეთესო ბომბარდირი ბათუმის დინამოში – აჭარულმა კლუბმა თავდამსხმელი დაიმატა
ნიკოლოზ საბანაძის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ, ბათუმის “დინამომ” თავდამსხმელი დაიმატა. აჭარული კლუბის შეტევის ხაზს 29 წლის ცენტრ-ფორვარდი გიორგი ნიქაბაძე შეემატა. ნიქაბაძეს სხვადასხვა დროს ფოთის “კოლხეთში”, ლანჩხუთის “გურიაში”, და “თელავში” უთამაშია, ბოლოს კი თბილისის “მერანის” მაისურს ირგებდა. წინა სეზონში, ნიქაბაძე ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მის ანგარიშზე 26 გატანილი გოლი იყო. ბათუმელებს ორ ტურში 2 […]