ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნიო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ.

გადადებული მატჩი, რომელიც XVI-ე ტურის ეგიდით, “დინამო არენაზე” გაიმართა, მასპინძელი “დინამო თბილისის” “სამტრედიასთან” – 1:0 გამარჯვებით დასრულდა.

ასეთივე ანგარიშით მოახერხა მეორე თბილისურმა კლუბმა მეორე იმერული კლუბის დამარცხება – “საბურთალომ” “ტორპედოს” სძლია.

იმერული კლუბების პრესტიჟის დაცვა საჩხერის “ჩიხურამ” მოახერხა, რომელმაც უშუალო კონკურენტ თბილისის “მერანს” – 2:1 აჯობა და პლეი-აუტში თამაში გაინაღდა.

თავისი შეხვედრა მოიგო ბათუმის “დინამომაც”, რომელმაც ახალ სტადიონზე სადებიუტო მატჩში გორის “დილას” – 1:0 აჯობა.

ერთადერთი დაპირისპირება, რომელიც ფრედ დასრულდა, “თელავისა” და “ლოკომოტივის” მატჩი გამოდგა – 1:1.

ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი  1

მეთექვსემეტე ტურის შედეგები:  

“საბურთალო” – “ტორპედო” – 1:0

“თელავი” – “ლოკომოტივი” – 1:1

“დინამო ბათუმი” – “დილა” 1:0

“მერანი” – “ჩიხურა: 1:2

“დინამო თბილისი” – “სამტრედია” 1:0

მეთექვსმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (თბილისის “ლოკომოტივი”).

მცველები: კიჭი მელიავა, გიორგი ნავალოვსკი ( ორივე “დინამო ბათუმი”), საიმონ ბენიო (“დინამო თბილისი”), ანტონ თოლორდავა (“თელავი”).

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (თბილისის “ლოკომოტივი”), დაჩი ცნობილაძე (“საბურთალო”), თენგიზ წიქარიძე (საჩხერის “ჩიხურა”).

თავდამსხმელები: ვიტორ პერნამბუკო (“დინამო თბილისი”), გიორგი ნიქაბაძე (“დინამო ბათუმი”), გიორგი გულიაშვილი (“საბურთალო”).

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (“დინამო ბათუმი”).

ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი  2

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-