გიორგი ქვილითაია თბილისში განვითარებულ მოვლენებზე (ფოტო)
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გენტის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა.
ტესტი ფინალამდე: ყველაფერი, რაც სკოპიეში გასამართ მატჩამდე უნდა ვიცოდეთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უნიკალური მომენტის წინაშე დგას. თვეზე ნაკლებში “ჯვაროსნები” თავიანთ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ და თბილისში, “დინამო არენაზე”, ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდის დამარცხების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ისტორიაში პირველად მოიპოვებენ. უდიდეს მიღწევამდე საქართველოს 90 წუთი აშორებს, იქამდე კი მოწინააღმდეგეს, რომელთანაც ისტორიის ბედი უნდა გადაწყვიტოს, კიდევ ერთხელ შეხვდება. ეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, 14 ოქტომბერს […]
გადაწყვეტილია: ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს – ქართველი მწვრთნელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაია “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა “აპოლონთან” კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრის ფრედ დასრულების (1:1) შემდეგ ისაუბრა. “იმის მიუხედავად თუ რომელ გუნდს უფრო მეტი ქულა აქვს, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქამდე მოვედით. ჩვენ ვითამაშეთ ის, რაც ვიცით. ამ სეზონში ჩვენ ჩემპიონატიდან ევროსაგზურის მოპოვება ვერ მოვახერხეთ […]
“ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი – ქვილითაიას დონის ფეხბურთელი აპოელს არ ჰყავს” – კვიპროსში ქართველ ფეხბურთელზე წერენ
კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. protathlima.cyprustimes-ი ქართველების “აპოელის” ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გიორგი ქვილითაიას დონის საფეხბურთო უნარ-ჩვევების მქონე ფეხბურთელი ნიქოზიურ კლუბს არ ჰყავს და რომ კუნძულის ჩემპიონატისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია. “შესაძლოა აპოელს გუნდურად შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ არიან შეუცვლელი ფეხბურთელებიც. ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ გიორგი […]
ქვილითაიას დუბლი ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)
ქვილითაიას საგოლე გადაცემა კვიპროსის ჩემპიონატში (ვიდეო)
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია ანორთოსისში რჩება!
ბოლო პერიოდის განმავლობაში, კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ცნობა უკვე ოფიციალურად დადასტურდა – თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. 53 წლის სპეციალისტი ფამაგუსტურ კლუბში კიდევ ორი წლით დარჩება. “ანორთოსისის” Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას კონტრაქტი 2023 წლამდე ძალაში იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება თემურ ქეცბაიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა გუნდმა კვიპროსის თასის ფინალში, ნიქოზიიის “ოლიმპიაკოსი” დაამარცხა და უეფას […]
ითამაშებს თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე დღეს სტანდარტთან?
დღეს ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტური აიღებს სტარტს. “გენტი”, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, შინ “სტანდარტს” დაუპირისპირდება. “გენტის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძე დღევანდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. 19 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს და როგორც ჩანს, დაზიანება ბოლომდე ვერ მოიშუშა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, საქართველოს ნაკრების შემტევი მწყობრშია და “სტანდარტთან” თამაშს შეძლებს.
რა მოხდა მატჩის შემდეგ? ქვილითაია თანაგუნდელს დაუპირისპირდა
“გენტსა” და “რომას” შორის გამართული შეხვდრის (1:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თანაგუნდელს დაუპირისპირდა. ქართველი ფორვარდისა და ბელგიური კლუბის სათადარიგო მეკარის დუელის შესახებ ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be წერს. “მატჩის დასრულების შემდეგ, “ბუფალოების” სათადარიგო მეკარე კოლინ კოსმანსი გიორგი ქვილითაიას დაუპირისპირდა, რაზეც ქართველისგან აგრესიული პასუხი მიიღო. ფეხბურთელები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, საბოლოოდ, სიტუაცია გუნდის კაპიტანმა ოჯიჯა-ოფოემ განმუხტა”,-წერს ბელგიური გამოცემა. […]
თემურ ქეცბაია ანორთოსისის დატოვებას აპირებს
“ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, “აპოელ ლიმასოლთან” მარცხის (1:2) შემდეგ, რომელშიც ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, ფამაგუსტური კლუბიდან მისი წასვლა არ გამორიცხა. “ასეთი თამაშით გამარჯვება რთული იქნებოდა, თუმცა მეტოქემაც მხოლოდ ორჯერ დაგვირტყა კარში და ორი გოლი გაგვიტანა. ცუდი შედეგის გარდა, სანახაობრივი კუთხითაც, არაფერი შეგვიქმნია. ფეხბურთელებით უკმაყოფილო არ ვარ, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და ამ შეხვედრებში თავი […]
ანორთოსისმა ნიკა კაჭარავასთან კონტრაქტი გაწყვიტა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ნიკა კაჭარავასა და ფამაგუსტას “ანორთოსისს” შორის კონტრაქტი გაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კვიპროსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და წერს: “ჩვენი გუნდის ფეხბურთელ ნიკა კაჭარავასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა. ასევე, “მოთამაშეს საშუალება მიეცა აეხსნა თავისი პოზიცია კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ფეხბურთელმა აღიარა შეცდომა, სინანული გამოხატა თავისი საქციელის გამო და ბოდიში მოიხადა […]
ქართველთა გოლები ამხანაგურ მატჩებში (ვიდეო)
ევროპაში ნელ-ნელა წინასასეზონო მომზადება იწყება და ამხანაგური მატჩებიც მრავლად იმართება. ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” დაბალლიგელ “გლეისდორფს” შეხვდა და უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში მეტოქეს ერთბაშად 4 გოლი გაუტანა ისე რომ არც ერთი არ გაუშვია და დამაჯერებლად იმარჯვა. გრაცელთა რიგით მესამე გოლი სწორედ კიტეიშვილის ანგარიშზეა. გიორგი ქვილითაიას, გიორგი ბერიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” დაბალლიგელი “მერელბეკე” 6:1 […]