6 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის 6 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ისტორიაში პირველად, ევროპის 1988 წლის ჩემპიონს და მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონ (1974, 1978 და 2010) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორი თარიღია 6 ივნისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეროვნულ გუნდის ისტორიაში ამ დღით 5 მატჩი თარიღდება, საიდანაც “ჯვაროსნებმა” 2 მოიგეს, სამში კი […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
დინამოს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – მოქმედმა ჩემპიონმა შუქურას მოუგო და ლიდერობა გაიმყარა
7 აპრილს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო თბილისმა ელიტაში დაბრუნებულ ქობულეთის “შუქურას” – 1:0 აჯობა. შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე, უპირატესობას თბილისელები დაეუფლნენ. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და მეტოქის კარის აღებას ფლანგიდან ჩაწოდებებისა და კომბინაციური ფეხბურთის თამაშით ცდილობდნენ. რაც შეეხებათ აჭარლებს, მათ მეორე ნომრად […]
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]