ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს.

პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს.

კიდევ ერთი ფრე დაფიქსირდა ზესტაფონში, სადაც წყალტუბოს “სამგურალმა” “საბურთალო” მიიღო, შეხვედრაში გოლი არ გასულა.

სამაგიეროდ, გოლების წვიმა იყო ტურის ბოლო და ამავე დროს, მიმდინარე სეზონის ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიან დაპირისპირებაში. “დინამო არენაზე”, “ლოკომოტივმა” “თელავს” – 3:2 სძლია.

ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 1

პირველი ტურის შედეგები:

“სამტრედია”- “დილა” 0:2

ბათუმის “დინამო”- “შუქურა” 1:1

“ტორპედო”- “დინამო თბილისი” 0:2

სამგურალი“- “საბურთალო” 0:0

“ლოკომოტივი”- “თელავი” 3:2

სატურნირო მდგომარეობა მეორე ტურის შემდეგ: 

ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 2

მეორე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (“ლოკომოტივი”).

მცველები: რევაზ ჩიტეიშვილი, დავით მაისაშვილი (ორივე “დილა”), გურამ კაშია (“ლოკომოტივი”), ნიკა ჭანტურია (“შუქურა”).

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური (ბათუმის “დინამო”), მილან რადინი, ლუკა გაგნიძე (ორივე “დინამო თბილისი”).

თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური (“დილა”), ირაკლი სიხარულიძე, (“ლოკომოტივი”), თორნიკე ახვლედიანი (“დინამო თბილისი”).

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი (“შუქურა”).

განლაგება: 4-3-2-1.

ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 3

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

სტატიის ავტორი
-