გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინავს
გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფე” ევროტურნირებში ჩაერთო. 15 ოქტომბერს, ესპანელებმა საკუთარ მოედანზე “ნიჟნი ნოვგოროდს” უმასპინძლეს და დამაჯერებლად, 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 81:67 გაიმარჯვეს. შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელი ქართველ ლეგიონერს, გიორგი შერმადინს ეკუთვნოდა, რომელმაც პარკეტზე 23 წუთი და 48 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 24 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. მომდევნო შეხვედრას “იბეროსტარ ტენერიფე” […]
დანაკლისი და ახალი სახეები – ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” […]
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს
საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის MVP გახდა. „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 3 დღის წინ დასრულებული ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ლიგაში, სადაც NBA-ის ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და მრავალი სხვა ექსტრა კლასის კალათბურთელი თამაშობს, გიორგი […]
27 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ – შერმადინი კვლავ საუკეთესოა! | VIDEO
ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) 30-ე ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “ტენერიფეს” დაუპირისპირდა. ბარსელონაში, “პალაუ ბლაუგრანაზე” გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 69:65 დასრულდა. “ტენერიფეს” შემადგენლობაში კვლავ გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 25:21 წუთში, 27 ქულისა და 5 მოხსნის მოგროვება შეძლო. ქართველმა ცენტრმა მორიგი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად, საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, თუმცა ლიგა ენდესას ყურადღება […]
გიორგი შერმადინი მე-6 ტურის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე […]
შერმადინის გამარჯვება და მაკფადენის მარცხი
ესპანეთის საკალთბურთო ლიგის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახა” სტუმრად “მანრესას” დაუპირისპირდა და მეტოქე 87-96 დაამარცხა. გიომ პარკეტზე 20:53 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში თავი 2 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა. დამარცხდა ჩვენი ამერიკელი ლეგიონერის ტად მაკფადენის “ტენერიფე”, უფრო ძლიერი “ესტუდიანტესი” გამოდგა რომელმაც 81-73 გაიმარჯვა. თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო მაკფადენი. მის ანგარიშზე 18 ქულა, […]
გიორგი შერმადინის 20 ქულის მიუხედავად ტენერიფე დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საშინაო არენაზე, ცხრილის სათავეში მყოფი “ბარსელონას” წინააღმდეგ დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, დასკვნით მეოთხედში ქართველი ლეგიონერის გუნდმა ანგარიში 4-ჯერ გაათანაბრა, თუმცა წინ გასვლა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ “ტენერიფე” 4 ქულით, ანგარიშით – 83:87 დამარცხდა. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი და 18 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 20 […]
შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველი ლეგიონერი ესპანური გუნდის რიგებში შესანიშნავ მატჩებს ატარებს, შეიძლება ითქვას, რომ პარკეტზე ბრწყინავს და მის გუნდში მთავარი ფიგურაა. იანვარში შერმადინმა 5 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ პარკეტზე 23:36 წუთს ატარებდა, რა დროშიც 20.6 ქულას, 5.6 მოხსნასა და 3.2 პასს უყრიდა თავს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ორქულიანებს 68.3%-იანი სიზუსტით […]
MVP – გიორგი შერმადინს თანაგუნდელებმა შესანიშნავი მატჩის ჩატარება მიულოცეს | VIDEO
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ილიას […]
შერმადინის 20 ქულა და 5 მოხსნა ბასკონიას წინააღმდეგ
ესპანეთის ლიგა ACB-ს 27-ე ტურის შეხვედრაში “ტენერიფესა” და “ბასკონიას” დაპირისპირება შედგა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 83:81 დასრულდა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ “ტენერიფეს” გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინმა დაიდო, რომელმაც 20 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
გიორგი შერმადინის მორიგი გაბრწყინება ევროპაში
ევროთასის ტოპ 16-ის მესამე ტურში “უნიკახამ”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი თამაშობს, საკუთარ მოედანზე “ლიმოჟი” 79:72 დაამარცხა.