ტენერიფემ ბრეოგანი დაამარცხა – შერმადინი მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგის 29-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბრეოგანს” უმასპინძლა და 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 85:67 მოუგო. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 27 შეადგინა, რაც ორივე […]
შერმადინის 8 ქულა, 7 მოხსნა – ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი “ლენოვო ტენერიფე” ტიტულის დასაცავ გზაზე კიდევ უფრო დაწინაურდა. ტენერიფელებმა მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში “მანრესა” 84:72 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. გუნდებმა საწყის ორ მატჩში მოგებები გაცვალეს. გადამწყვეტი შეხვედრა კუნძულ ტენერიფეზე გაიმართა. მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მატჩი ისე მიიყვანეს გამარჯვებამდე, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი […]
შერმადინის 20 ქულა და 5 მოხსნა ბასკონიას წინააღმდეგ
ესპანეთის ლიგა ACB-ს 27-ე ტურის შეხვედრაში “ტენერიფესა” და “ბასკონიას” დაპირისპირება შედგა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 83:81 დასრულდა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ “ტენერიფეს” გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინმა დაიდო, რომელმაც 20 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
შერმადინის ბრწყინვალე თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში | VIDEO
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “მანრესასა” და “ტენერიფეს” დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 85:83 დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, “მანრესამ” სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1), თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ტენერიფეში გაიმართება, სადაც ფავორიტის სტატუსით გიორგი შერმადინის გუნდი სარგებლობს. “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ – შერმადინმა 17 ქულის, 3 მოხსნისა და 2 […]
29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქი მანილა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრას უმასპინძლებს. რამდენიმე თვეში რჩეული ნაკრები გუნდები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლაში ჩაერთვებიან. FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების შესახებ ვრცელი სტატიები ქვეყნდება – გამონაკლისი არც საქართველოა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო. აღსანიშნავია, რომ საქართველო დებიუტანტია და მსოფლიო პირველობაზე პირველად იასპარეზებს. როგორ მოხვდა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე […]
“განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება” – გიორგი შერმადინი
გუშინ ქართველი ჟურნალისტი, კომენტატორი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე და სპორტის დამსახურებული მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა მისმა აღზრდილმა და ქართული კალათბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა გიორგი შერმადინმა. “განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება.არასდროს არ დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი,სიყვარული,თავდადება ჩემდამი.გამორჩეულად დიდი ადამიანი.მადლობას ვუხდი მას ყველაფრისათვის.ყოველთვის ჩემს გულში იქნებით შალვოვიჩ!” – წერს შერმადინი. View […]
ტენერიფემ პლეი ოფი მოგებით, შერმადინმა კი MVP-ის ტიტულით გახსნა
გიორგი შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” წარმატებულად დაიწყეს პრესტიჟული ტიტულის დაცვა. ტენერიფელები ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებულები არიან და ახლა ამ ტურნირის მეოთხედფინალში ქართველი ცენტრის წინამძღოლობით პირველი მატჩი მოიგეს და ნახევარფინალს მიუახლოვდნენ. რა გასაკვირია, რომ შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან MVP-ის ტიტული ოფიციალურად მიიღო, რადგან მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო. გიორგიმ მოედანზე 29:16 წუთი გაატარა, რა […]
ტენერიფემ ბარსელონასთან წააგო – შერმადინმა 16 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ACB ლიგის 25-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 76:79 დამარცხდა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 24 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 22 შეადგინა, რითაც ორივე გუნდში მხოლოდ […]
ტენერიფემ მანრესას სძლია, შერმადინი 21 ქულით მატჩის MVP გახდა
გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “მანრესა” დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ტენერიფელებმა მანრესას სანტიაგო მარტინის არენაზე უმასპინძლეს და 100:87 მოუგეს. 216 სმ სიმაღლის ქართველმა 24 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 11-დან 11 საჯარიმო და 8-დან 5 ორქულიანია. გიორგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. ასევე 21 ქულა […]
ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო – შერმადინმა 15 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ACB ლიგის 24-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,გრან კანარიას” უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:77 მოუგო. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 21 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 17 შეადგინა, რითაც […]
შერმადინის 13 ქულა 14 წუთში და ბრძოლაში დამარცხებული დარუშაფაკა
შერმადინის შედეგიანი მატჩი ტენერიფეში. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან უკვე გასულმა ტენერიფელებმა ბოლო ტურის მატჩში თურქულ დარუშაფაკას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 75:71 მოუგეს. ტენერიფემ პირველი ტაიმი 11 ქულით წააგო, თუმცა შეხვედრის შეტრიალება მოახერხა. ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდში მეტოქეს 9 ქულით აჯობა და მეოთხე პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდა. საბოლოოდ მასპინძლებმა მოახერხეს თურქული კლუბის დამარცხება და ამით საქმე თანაჯგუფელ […]
FIBA-ს ექსპერტთა ვერსიით, შენგელია და შერმადინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ
FIBA-მ კალათბურთის ექსპერტები გამოკითხა და მათ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის სიმბოლური ხუთეულის დასახელება სთხოვა. სამიდან სამმა ექსპერტმა გუნდში პირველ არჩევნად საქართველოს ნაკრების კალათბურთელები დაასახელა – ორმა (ჯეფ ტეილორმა და დავიდ ჰეინმა) გიორგი შერმადინი აირჩია, ერთმა კი თორნიკე შენგელია. სიმბოლურ ხუთეულში, ასევე, მარკო სპისუ (იტალია), ხაიმე ფერნანდესი (ესპანეთი) და ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი) მოხვდნენ. 2023 […]