ესპანეთის ACB ლიგის 28-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბილბაო” სტუმრად 23-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:60 დაამარცხა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 25 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ,,ტენერიფე” 30 […]