შერმადინის მორიგი MVP | ტენერიფე კვლავ იმარჯვებს
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკუთარ პარკეტზე “ესტუდიანტესს” უმასპინძლა. შეხვედრა პირველივე მეოთხედიდან კუნძულელების უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ კი 24-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 101:77 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 30-ე ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფის საგზური ორმა გუნდმა გაინაღდა, ესენი არიან – “რეალი” (29 მოგება / 1 მარცხი) და “ბარსელონა” (25 მოგება / 4 მარცხი), მე-3 […]
საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დიდი ანგარიშით დაამარცხა
FIBA-ის ეგიდით გასამართი კალათბურთის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ევროპის ზონიდან 32 ქვეყანა იბრძოლებს, საიდანაც მხოლოდ 12 მათგანს ექნება შანსი, რომ ტურნირზე იასპარეზოს. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 2 შეხვედრა უკვე გამართა. პირველ მატჩში ქართველებმა უკრაინელებს უმასპინძლეს და ანგარიშით – 88:83 იმარჯვეს. რაც შეეხება მეორე მატჩს, ქართველი კალათბურთელები ესპანელებს ესტუმრნენ და […]
შერმადინი უნიკახასთან მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგის მე-15 ტურში ,,ტენერიფემ” ,,უნიკახას” უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91:84 მოუგო. მასპინძელთა შემადგენლობაში 30 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 10-დან 8 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა, […]
MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება – ქომაგთა გამოკითხვაში გიორგი შერმადინმა პირველი ადგილი დაკავა
25 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ესპანეთის საკალთბურთო ჩემპიონატის სეზონის MVP-ის გამოსავლენად გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც პირველი ადგილი ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა დაიკავა. ქართველმა კალათბურთელმა გამოკითხულთა ხმების 29,2 %-ი მიიღო, რითაც ჯანან მუსასა (რეალი, 19,1%) და ეთან ჰაპს (რიო ბრეოგანი, 9%) აჯობა. ახლა საუკეთესოები მწვრთნელებმა, მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა უნდა დაასახელონ, რის შემდეგაც სეზონის MVP-ი გამოვლინდება. […]
გიორგი შერმადინი კვლავ შესანიშნავია – ტენერიფეს მორიგი გამარჯვება
ახალი სეზონიდან გიორგი შენგელია “ტენერიფეს” რიგებს იცავს, სადაც ქართველი ლეგიონერი შესანიშნავად ასპარეზობს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “იბეროსტარ ტენერიფე” გასვლით შეხვედრაში “მანრესას” დაუპირისპირდა და შეხვედრა 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 61:81 დაასრულეს. შერმადინს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა, მან პარკეტზე 23 წუთი და 20 წამი გაატარა, რა დროშიც 18 ქულას, 9 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას […]
საქართველოს წინსვლა – ევრობასკეტმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრების წინ, ევრობასკეტის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპული ნაკრებების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის რეიტინგში მე-12 პოზიცია დაიკავა, მსოფლიოში კი 36-ე საფეხურზე იმყოფება. საქართველოს ნაკრები რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა. “თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თადუს მაკფადენი ილიას ზუროსის განკარგულებაში იქნებიან, თუმცა მათი შემადგენლობა მაქსიმალურად სრულფასოვანი არ იქნება, რადგან ქართველებს რატი […]
შერმადინი პლეი-ოფის შეხვედრაში MVP გახდა | ტენერიფე ბურგოსთან დაწინაურდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებებმა აიღო სტარტი. გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში “ბურგოსი” ანგარიშით – 86:78 დაამარცხა. გიორგიმ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და ჯამში პარკეტზე 22:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულას, 3 შედეგიან გადაცემასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი გიორგი შერმადინს ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი +24 […]
შერმადინი ACB ლიგის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ევროპული კალათბურთის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი ესპანეთის ლიგა ენდესაა, რომელშიც ამჟამად ორი ქართველი – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ასპარეზობენ. შერმადინი “ტენერიფეს” რიგებში ირიცხება, სადაც თითოეულ შეხვედრაში საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. 32 წლის ქართველმა კალათბურთელმა, რომელსაც წარსულშიც არაერთი მსგავსი ტიპის აღიარება ჰქონია, აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის […]
ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი – გიორგი შერმადინს უნიკალური ჯილდო გადაეცა | VIDEO
,,ხოვენტუდ ბადალონასთან” მატჩის წინ, ,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანური კალათბურთის ლეგენდამ, კარმელო კაბრერამ, უნიკალური თასით დააჯილდოვა. ქართველი კალათბურთელი იანვარში ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეთერთმეტედ დაასახელეს, რაც ACB ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. შერმადინმა ტანოკა ბირდის შედეგი გააუმჯობესა, რომელიც თვის MVP-ად ათჯერ დასახელდა. ACB ლიგის მიმდინარე სეზონში 33 წლის ცენტრი საშუალოდ 13,6 ქულას, […]
შერმადინის გამარჯვება ევროთასზე (ვიდეო)
გუშინ საკალათბურთო ევროთასის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი შერმადინის “უნიკახა” ყაზანის “უნიქსს” დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 82:80 დაამარცხა. გიომ პარკეტზე 19:16 წუთი გაატარა და ამ ხნის განმალობაში 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით საკუთარ გუნდში მხოლოდ ხაიმე ფერნანდესს ჩამორჩა (27).
შერმადინი საკუთარ გუნდთან ერთად საკონტინენტთაშორისო თასის ჩემპიონია!
გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში “ვირტუს ბოლონიას” წინააღმდეგ შესანიშნავი ასპარეზობის შედეგად ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოირგო. 🌍 It’s Shermadini’s world and we’re living in it! 13PTS in the first half for @CB1939Canarias‘ big man! #IntercontinentalCup 📺 https://t.co/srpd4PFTwA pic.twitter.com/hdd8jabY2F — FIBA Intercontinental Cup (@FIBAIC) February 9, 2020 ფინალამდე მისასვლელ გზამდე “ტენერიფემ” “რიო გრანდე” დაამარცხა, რომელიც ნაციონალური […]
ბასკონიასთან შეხვედრაში შერმადინი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი შეხვედრა გამართა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. ACB ლიგის 23-ე ტურში “იბეროსტარ ტენერიფემ” “ბასკონიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ორქულიანი სხვაობით ანგარიშით 79:81 წააგო. მიუხედავად წაგებული მატჩისა, ქართველი ცენტრი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, შერმადინმა პარკეტზე 31:36 წუთი გაატრა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი და […]