ევროპის რიგით მეორე პრესტიჟული ასპარეზი “ჩემპიონთა ლიგა” გრძელდება, მეორე ჯგუფური ეტაპი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” გამარჯვებით დაიწყო. ესპანელები გასვლით მატჩში “იგოკეას” დაუპირისპირდნენ, სადაც 20-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს. “ტენერიფემ” FIBA-ის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონთა ლიგაში, პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებმა პირველი ადგილი დაიკავეს და საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდნენ, რომლებიც ასევე 4-ჯგუფში, 4-გუნდად არიან დაყოფილნი. “იგოკეასა” და “ტენერიფეს” შეხვედრის საბოლოო […]
გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება ესპანეთში (ვიდეო)
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, (Liga Endesa) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გიორგი შერმადინის ვიდეორგოლი განთავსდა. Twitter-ზე განთავსებულ ვიდეოში, გიორგი შერმადინის მიერ მიმდინარე სეზონში შესრულებული საუკეთესო მომენტებია თავმოყრილი. El impacto de @gioshermadini 10,8 puntos, 4,1 rebotes, 12,8 valoración#LigaEndesa pic.twitter.com/Q3moAX3oX3 — Liga Endesa (@ACBCOM) November 21, 2018
გიორგი შერმადინის მორიგი გაბრწყინება ევროპაში
ევროთასის ტოპ 16-ის მესამე ტურში “უნიკახამ”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი თამაშობს, საკუთარ მოედანზე “ლიმოჟი” 79:72 დაამარცხა.
გიორგი შერმადინის მორიგი კარგი მატჩი და პირველი გამარჯვება
ახალი სეზონიდან გიორგი შერმადინი “ტენერიფეს” რიგებში ასპარეზობს, მათ პირველი შეხვედრა საშინაო არენაზე ბილბაოს წინააღმდეგ მარცხით დაასრულეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ დაპირისპირებაში შერმადინმა ბრწყინვალედ იასპარეზა. 28 სექტემბერს შერმადინი ძველი გუნდის – “უნიკახას” არენაზე დაბრუნდა და მათ წინააღმდეგ პირველად იასპარეზა, თანაც სასტარტო ხუთეულიდან. შეხვედრა “ტენერიფეს” გამარჯვებით, ანგარიშით 80:88 დასრულდა. გიორგიმ “უნიკახას” წინააღმდეგ 12 ქულა, 5 მოხსნა […]
გიორგი შერმადინის მორიგი საოცარი შეხვედრა – ტურის MVP-ის ტიტულთან ყველაზე ახლოს ქართველი ცენტრია!
გიორგი შერმადინი შეუჩერებალია. “ტენერიფე იბეროსტარის” ქართველი ცენტრი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ტენერიფელებმა “მურსიას” უმასპინძლეს და შერმადინის დომინანტური თამაშის წყალობით 85:78 გაიმარჯვეს. ქართველმა ცენტრმა მარგი ქმედების რეკორდული ოდენობა მოაგროვა – 38. ძნელად სავარაუდოა, დღეს დაწყებულ მე-11 ტურში ეს შედეგი ვინმემ გადაფაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელი (MVP) გახდება. შერმადინმა, ცხადია, სასტარტო ხუთეულში […]
გიორგი შერმადინის მორიგი წარმატებული მატჩი
გიორგი შერმადინი 1-მატჩიანი უქმობის შემდეგ პარკეტზე დაბრუნდა. როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ქართველმა ცენტრმა მინი ტრავმა მიიღო, თუმცა სათამაშო კონდიციების აღდგენა უმალვე მოახერხა. შერმადინის “ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში, გასვლით მატჩში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ წარსდგა და 11-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა. შეხვედრა საწყისი წუთებიდანვე “ტენერიფეს” უპირატესობით დაიწყო და აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის ბოლოს 24-ქულიან უპირატესობასაც […]
გიორგი შერმადინის საოცარი მატჩი ესპანეთში და MVP-ს ტიტული
“ტენერიფე იბეროსტაროს” კიდევ ერთი გამარჯვება და გიორგი შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული. ტენერიფელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში “ხუვენტუდს” უმასპინძლეს და ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 86:82 გაიმარჯვეს. ეს გახლდათ ტენერიფეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება და შერმადინის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს. ამ ტურის მატჩები სათამაშო აქვთ ასევე დაუმარცხებელ “ბარსელონასა” და “რეალს”, რომლებიც “იბეროსტარს” ჯერჯერობით არ რჩებიან. თამაშის […]
გიორგი შერმადინის საოცარი მატჩი მონტენეგროში და MVP-ს ტიტული
გიორგი შერმადინმა საოცარი მატჩი ჩაატარა საკალათბურთო „ევროთასზე“. ქართველმა ცენტრმა, მესამე ტურის შეხვედრაში, მონტენეგროს „მორნარ ბარ“-ს 26 ქულა ჩაუგდო, რასაც 7 მოხსნა 2 პასი და 1 ბლოკშოტიც მიამატა. გიორგიმ 26 ქულის აღება 21 წუთში მოახერხა. საქართელოს ნაკრების ცენტრმა, 14 დან 11 ორქულიანი, ერთი სამიანი და ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. გიორგის კარგი თამაში ძალიან გამოადგა გუნდს და “უნიკახამ” […]
გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგაზე დაუმარცხებელია!
გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა, სადაც ლატვიაში “რიგას” ესტუმრა და შეხვედრა წარმატებით, ანგარიშით 64:68 დაასრულეს. “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ექვსივე შეხვედრა წარმატებით დაასრულა და C ჯგუფს ერთპიროვნულად უდგანან სათავეში. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 20 წუთი და 29 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა. […]
გიორგი შერმადინის ულამაზესი “დანქი” ბარსელონასთან (ვიდეო)
¡El póster de @gioshermadini!#LigaEndesa 🎥 En directo por @vamospic.twitter.com/IG4b9tv6Gz — Liga Endesa (@ACBCOM) December 16, 2018
გიორგი შერმადინის ულამაზესი ჩატენვა მადრიდის რეალთან (ვიდეო)
გიორგი შერმადინმა MVP-ის ტიტული თვითმფრინავში მიიღო | VIDEO
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგის MVP-ის ტიტული მეორედ მოიგო. “ტენერიფეს” ცენტრმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მაჩვენებლები 22:07 წუთი, 14.4 ქულა, 5.4 მოხსნა და 1.2 პასი იყო. საინტერესოა, რომ გიორგი შერმადინს დამსახურებული ჯილდო თვითმფრინავით მგზავრობისას 11 000 მეტრის სიმაღლეზე გადასცეს. Посмотреть эту публикацию в Instagram Публикация от GigantesBasket (@gigantesdelbasket)