“როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა შენგელიასა და შერმადინზე ფიქრობს” – სერჯიო სკარიოლო
4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა. საქართველომ შეძლო სასწაულის მოხდენა და დაძაბულ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. თბილისი (საქართველო) – საქართველომ ახალი არენის (“თბილისი არენა”) გახსნა 8500 გულშემატკივრის თანდასწრებით აღნიშნა და სადებიუტო შეხვედრაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა. ევრობასკეტის თანამასპინძელმა საქართველომ, […]
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა, 4 ივლისს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაზე” გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისათვის აშენებულ, ახალ არენაზე იასპარეზებს. უკრაინასთან განცდილი მარცხის (79:66) შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რეაბილიტაციას ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება. ესპანეთის ნაკრების […]
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. უპრინციპულესი შეხვედრა, 4 ივლისს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაზე” გაიმართება. უკრაინასთან განცდილი მარცხის (79:66) შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რეაბილიტაციას უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება. ილიას ზუროსმა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც გოგა ბითაძე ტრავმის გამო ვერ მოხვდა. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა […]
ტენერიფემ სერიაში გაათანაბრა, შერმადინმა 10 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ACB ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში ,,ტენერიფემ” ,,ხუვენტუტს” შინ 27-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 103:76 მოუგო და სერიაში გაათანაბრა (1:1). მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი, რომელმაც 24 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი […]
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ACB ლიგის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ, კარიერაში კი მეოთხედ შეიყვანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გარდა, ხუთეულში, ასევე, მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ჯანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა) მოხვდნენ. გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში საშუალოდ 15.2 ქულას, 5.8 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. […]
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ,,ტენერიფემ” ,,მანრესას” 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:87 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა. ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს” 18 ქულით, 3 მოხსნით, […]
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
,,ტენერიფეს” ცენტრი, გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გარდა, ხუთეულში, ასევე, ჯო რაგლანდი (ჰაპოელ ჰოლონი), იონა რადებო (ლუდვიგსბურგი), ჩიმა მონეკე (სეზონის MVP; მანრესა) და კრის ჯონსონი (ჰაპოელ ჰოლონი) მოხვდნენ. გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში საშუალოდ 13.3 ქულას, 6.5 მოხსნას, 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ქართველი ცენტრის […]
შერმადინის 14 ქულა – ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ტენერიფემ” ,,ჰაპოელ ჰოლონს” 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 78:71 მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა. ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი, რომელმაც 22 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს” 17 ქულით, 9 ასისტით, 4 მოხსნითა […]
შერმადინი ACB ლიგის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ევროპული კალათბურთის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი ესპანეთის ლიგა ენდესაა, რომელშიც ამჟამად ორი ქართველი – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ასპარეზობენ. შერმადინი “ტენერიფეს” რიგებში ირიცხება, სადაც თითოეულ შეხვედრაში საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. 32 წლის ქართველმა კალათბურთელმა, რომელსაც წარსულშიც არაერთი მსგავსი ტიპის აღიარება ჰქონია, აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშის […]
27 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ – შერმადინი კვლავ საუკეთესოა! | VIDEO
ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) 30-ე ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “ტენერიფეს” დაუპირისპირდა. ბარსელონაში, “პალაუ ბლაუგრანაზე” გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 69:65 დასრულდა. “ტენერიფეს” შემადგენლობაში კვლავ გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 25:21 წუთში, 27 ქულისა და 5 მოხსნის მოგროვება შეძლო. ქართველმა ცენტრმა მორიგი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად, საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, თუმცა ლიგა ენდესას ყურადღება […]
ტენერიფემ უნიკახას მოუგო – შერმადინი მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ACB ლიგის 29-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,უნიკახასთან” სტუმრად 33-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 97:64 იმარჯვა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 11-დან 9 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 30 შეადგინა, […]
სეზონში მეოთხედ – შერმადინი ტურის MVP-ია | VIDEO
გიორგი შერმადინის საოცარი სეზონი ესპანეთის ლიგაში გრძელდება – ქართველი კალათბურთელი ტურის საუკეთესოდ დასახელდა. “ფუენლაბრადასთან” მოგებულ (84:74) მატჩში გიორგიმ პარკეტზე 24 წუთი გაატარა. There is also clickmiamibeach.com a live casino for those that enjoy playing games of chance. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 23 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 11-დან 9 საჯარიმო), 9 მოხსნა მიითვალა. Please enable JavaScript […]