საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე”, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის “დინამო თბილისისა” და 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული წყალტუბოს “სამგურალის” დაპირისპირებით დაიწყო. ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველი გოლის გამტანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე გახდა, რომლისთვისაც ეს ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში პირველი მატჩი და სადებიუტო გოლი გახლდათ. 21 წლის ფეხბურთელმა ანგარიში […]