ჩელენჯ ქაფი | შავი ლომის პირველი მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია
მომავალ სეზონში “შავი ლომი” ისტორიას დაწერს, როდესაც გახდება პირველი ქართული ფრენჩაიზი, რომელიც EPCR-ის ეგიდით ორგანიზებულ პროფესიონალურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 2023/24 წლების სეზონში, “შავი ლომი” მიწვეული გუნდის სტატუსით “ჩელენჯ ქაფზე” იასპარეზებს. EPCR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელიც “შავი ლომის” ისტორიას, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას ეხება. პირველი ქართული ფრენჩაიზი მესამე ჯგუფში: ორი ყოფილი ჩემპიონის – […]
ჩელენჯ ქაფი | მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომელთაც თბილისში ვიხილავთ
ქართველი გულშემატკივრის დიდი ხნის ოცნება – რეალობად იქცა. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული ფრენჩაიზი – “შავი ლომი” ევროპის “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში იასპარეზებს. “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. სარაგბო კლუბები სამ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ცნობილია, […]
რაგბი TV-ს ანალიტიკური პოდკასტის “ჯენტლმენების თამაში” მორიგი ეპიზოდი გიორგი კვესელაძეს დაეთმო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა ინგლისური “გლოსტერიდან” წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის პრიორიტეტულია. “გასულ წელს 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. 1 წელი კიდევ მაქვს რეალურად დარჩენილი, მაგრამ “გლოსტერიდან” 100%-ით ჩემი ინიციატივით წამოვედი და ახალ გუნდს ვეძებ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერჯერობით […]
ვალ რაფავა-რუსკინი ფანების ვერსიით გლოსტერის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
,,გლოსტერის” ბურჯი, ვალ რაფავა-რუსკინი გუნდის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახალეს. ინფორმაციას ინგლისური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,გლოსტერი” ინგლისის პრემიერშიფის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 7 მოგებითა და 12 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. 30 წლის მორაგბემ გასული თვის ბოლოს მენისკის ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ვალ რაფავა-რუსკინი ორი წლის იყო, როცა მისი ოჯახი ინგლისში გადაბარგდა. მას […]
ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
ახალი წლების წინა და მომდევნო დღეეებში ტოპ 14-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და როგორც მე-14, ასევე მე-15 ტურში, ლელოებით თავი ქართველმა პირველხაზელებმა გამოიჩინეს. ტოპ 14. მე-14 ტური 30 დეკემბერს ‘ბორდომ’ ‘მონპელიეს’ უმასპინძლა და ბონუსით, 40:10 დაამარცხა. ჟირონდელთა რიგებში პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია გელა აფრასიძეს. წინასაახალწლოდ, 31 […]
“დამზადებული საქართველოში და გაფურჩქნული გლოსტერში” | BT Sport-ის სიუჟეტი ვალ რაფავა-რუსკინზე
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის, გია რაფავას შვილი ვალ რაფავა-რუსკინი ინგლისური სარაგბო სამყაროს აღფრთოვანებას განაგრძობს. BT Sport-თან საუბრისას, 30 წლის მორაგბემ მის სამომავლო გეგმებსა და მამასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. “ჩემი ბაბუა და მამა საქართველოს რაგბის ნაკრებს კაპიტნობდნენ. ეს არის ორი თაობა, რომელმაც მათი ქვეყნისთვის დიდი რამ გააკეთეს. მამას ჩემზე დიდი გავლენა აქვს. არის თამაშები, როცა მისგან ბევრს რჩევას ვიღებ. მან […]
“ბრწყინვალე მოთამაშე, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება” – გლოსტერის მწვრთნელი კვესელაძის შესახებ
“გლოსტერის” მთავარი მწვრთნელი – ჯორკ სკივინგტონი, გიორგი კვესელაძის პროგრესის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრი ბრწყინვალე მორაგბეა, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს. “შემოდგომის ერთა თასზე”, ირლანდიის წინააღმდეგ დადებული გასაოცარი ლელოს შემდეგ, გიორგი კვესელაძე “გლოსტერს” შეუერთდა. იმ დროისათვის 23 წლის კვესელაძე, “არმაზის” ღირსებას იცავდა, თუმცა ირლანდიის წინააღმდეგ დადებულმა გამაოგნებელმა ლელომ, კვესელაძე ბრიტანული რაგბის […]
კიდევ ერთი ქართველი ინგლისის პრემიერშიპში?!
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი – ლაშა ჯაიანი, კარიერას ინგლისურ “უოსპში” განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაიანსა და “გალაჰერ პრემიერშიპის” ბინადარი კლუბის მესვეურებს შორის მოლაპარაკებები გასულ კვირას გაიმართა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ კი ლაშა ჯაიანი “უოსპსის” რირსებას დაიცავს. შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ ტრანსფერი გაოფიციალურდა – ჯაიანი “უოსპსში” ზურა ჟვანიას შეუერთდება და […]
ოფიციალურად: კვესელაძე გლოსტერის ღირსებას დაიცავს
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვუნული ნაკრების ცენტრი – გიორგი კვესელაძე “გლოსტერის” ღირსებას დაიცავს. 23 წლის ქართველმა ცენტრმა “შემოდგომის ერთა თასზე” ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ინგლისური სარაგბო კლუბის მესვეურების ყურადღება მიიპყრო. კვესელაძის შესანიშნავმა თამაშმა მსოფლიო რაგბის არაერთი ლეგენდა და მიმომხილველი აღაფრთოვანა. გიორგი კვესელაძის ტრანსფერი “გლოსტერმა” ოფიციალურად დაადასტურა და ქართველ ცენტრს საკმაოდ საინტერესო სტატია […]