8 ქულა და 3 მოხსნა 9 წუთში – ბითაძე ინდიანას გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა | VIDEO
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ინდიანა” “ნიუ იორკს” დაუპირისპირდა. ინდიანაპოლისში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 111:98 დასრულდა. “ნიქსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, “პეისერსის” ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 9:40 წუთი დაჰყო – აღნიშნულ დროში, ბითაძის მონაგარი 8 ქულასა და 3 მოხსნას შეადგენს.
Detroit Free Press-ის მიხედვით, გოგა ბითაძეს დრაფტზე გოლდენ სტეიტი აიყვანს
გოგა ბითაძე “გოლდენ სტეიტში?” – ეს სიტყვები ძალიან გასახარი და ამავდროულად, რთულად დასაჯერებელია, თუმცა The Detroit Free Press ვარაუდობს, რომ ბითაძე სწორედ NBA-ის ვარსკვლავური გუნდის წევრი გახდება. The Detroit Free Press დეტროიტში ყველაზე გავრცელებული, ყოველდღიური გაზეთია. გაზეთის ჟურნალისტის, ვინს ელისის მოსაზრებით, “გოლდენ სტეიტის” სამიზნე გოგა ბითაძე გახდება. “ბითაძე აჩვენებს, რომ მას სწრაფად განვითარება შეუძლია, იგი […]
FIBA-მ ბითაძე, სანაძე, შენგელია და კორკმაზი დასაჯა
2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთს შორის საინტერესო მატჩი შედგა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 88:83 მოიგო. თუმცა, ეს შეხვედრა კიდევ ერთი რამით იყო დასამახსოვრებელი. დუდა სანაძესა და ფურქან კორკმაზს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც დიდ დაძაბულობაში გადაიზარდა. დაპირისპირების შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ქორქმაზს ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, […]
hoopshype – ბითაძისა და მამუკელაშვილის შეფასება
გავლენიანმა საკალათბურთო პორტალმა, ევრობასკეტზე მოასპარეზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავების შეფასება გამოაქვეყნა. hoopshype-ს უყურადღებოდ არც გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი დარჩენია. “ინდიანა პეისერსისა” და “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელებმა საქართველოს ნაკრების რიგებში თავი არაერთ ეპიზოდში გამოიჩინეს. სანდრო მამუკელაშვილი “მილუოკი” შეფასება: B- სტატისტიკა: 15.2 ქულა, 11.0 მოხსნა, 2.4 ასისტი საშინაო კედლებში გამართულ შეხვედრებში განსაკუთრებით საინტერესო თურქეთის წინააღმდეგ გამართული […]
hoopshype – გოგა ბითაძის ანაზღაურება ცნობილია
hoopshype.com “ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრის – გოგა ბითაძის წლიურ ანაზღაურებას აქვეყნებს. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, NBA-ის 2020/21 წლების სეზონში, ბითაძის ანაზღაურება $2.957.520 შეადგენს. ამ მაჩვენებლით NBA-ის 2020/21 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელებს შორის, ბითაძე 282 ადგილს იკავებს. 2021/22 წლების სეზონში ბითაძე $3.098.400 მიიღებს. 2022/23 წლების სეზონში, ბითაძის ანაზღაურება $4.765.339 იქნება, ხოლო 2023/24 წლების სეზონში, ქართველი […]
NBA 2K23 – მამუკელაშვილის და ბითაძის რეიტინგები ცნობილია
NBA 2K23 ოფიციალურად 9 სექტემბერს გამოვიდა და აშშ-ში უკვე შესაძლებელია მისი მოხმარება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ NBA-ში მოთამაშე ორივე ქართველს საკმაოდ კარგი და საინტერესო რეიტინგი აქვს. სანდრო მამუკელაშვილი “მილუოკი ბაქსის” ქართველ მძიმე ფორვარდს რეიტინგი 71 ექნება. ასევე აღსანიშნავია, რომ სანდრო მამუკელაშვილს სამქულიანი სროლა 82-ზე აქვს, რაც ძალიან კარგი სტატისტიკაა და მის კლუბში ერთ-ერთ საუკეთესო სამქულიანის […]
NBA-ის რეგულარული სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი, რეგულარული, სეზონი 19 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს. NBA-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს 2021/22 წლების რეგულარული სეზონის კალენდარი. გასული სეზონის ჩემპიონი „მილუოკი ბაქსი“, რომელიც ქართველი გულშემატკივრის ყურადღების ეპიცენტრში სანდრო მამუკელაშვილის აყვანის შემდეგ მოექცა, სეზონის პირველ შეხვედრას, 19 ოქტომბერს, „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“, „ინდიანაპოლისელები“ რეგულარულ სეზონს 20 ოქტომბრიდან იწყებენ, […]
NBA-ში ახალი რეკორდი დაფიქსირდა | ყველაზე მეტი უცხოელი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში
წლევანდელი NBA-ის გათამაშებაში არაამერიკელი კალათბურთელების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. უცხოელი მოთამაშეების თითქმის ნახევარი ევროპის კონტინენტიდანაა. NBA-ს ოცდაათივე გუნდს, მინიმუმ ერთი არაამერიკელი მოთამაშე ეყოლება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც NBA-ში 120 უცხოელი ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მეცხრე სეზონია, რაც გახსნით თამაშებზე არაამერიკელი მოთამაშეების რაოდენობა მინიმუმ ასია. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ყველაზე მეტი, 22 წარმომადგენელი კანადას ჰყავს. 10 კალათბურთელით მეორეზე […]
NBA-ში გოგა ბითაძის ოფიციალური დებიუტი შედგა
27 ოქტომბერს გამთენიისას, თბილისის დროით 05:00 საათზე NBA-ს მე-3 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის ინდიანა “პეისერსი” “კლივლენდ კავალიერსს” ესტუმრა და 11 ქულიანი სხვაობით, 110-99 დამარცხდა. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართველთათვის, რადგან NBA-ში უკვე ოფიციალურად შედგა 20 წლის გოგა ბითაძის დებიუტი. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 4:26 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 2 ქულასა და 1 […]
The Ringer გოგა ბითაძის სტატისტიკით აღფრთოვანებულია
20 წლის ბიჭისათვის, მოხვიდე ლიგაში და მაშინვე TOP 10 მცველის სტატისტიკა აჩვენო, იშვიათი და საკმაოდ განსაკუთრებული მოვლენაა. NBA-ს ახალბედების სტატისტიკური ლიდერია დაფარებებში და მე-17 ადგილზეა ყველა მოთამაშეს შორის. როცა გოგა მოედანზეა მეტოქის ფარქვეშიდან სროლის მცდელობების 8.9%-ს ანეიტრალებს. ეს შედეგი კი საშუალოდ მესამეა ბოლო 10 წლის ახალბედათა სტატისტიკაში, ვისაც 150 წუთი მაინც უთამაშია. როცა გოგა ფარს […]
ადებაიომ ბითაძეს ეფექტურად გადაატენა (ვიდეო)
არც ერთი წუთი გოგას – ინდიანამ სეზონი დაასრულა
“ინდიანა პეისერსმა” სეზონი დაასრულა – ნეით მაკმილანის გუნდი პირველივე რაუნდში “მაიამი ჰიტთან” უშანსოდ, 0:4 დამარცხდა. სერიის ბოლო შეხვედრა დღეს, გამთენიისას გაიმართა. “ინდიანა” თამაში 12 ქულით, 99:87 დათმო. სამწუხაროდ, ინდიანაპოლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძეს სათამაშო წუთები არც მე-4 შეხვედრაში მისცა. საერთო ჯამში, პლეი-ოფი ისე დასრულდა, რომ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი პარკეტზე არ გასულა. “მაიამი ჰიტი” მე-2 რაუნდში […]