პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს. დღეს, ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ, 84+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არქანიამ ჯგუფურ ეტაპზე სამი მეტოქის – ასიმან გურბანლის (აზერბაიჯანი), ბაბაქარ სეკის (ესპანეთი) და ანეს ბოსტანჟიჩის (ბოსნია) დამარცხება შეძლო, ნახევარფინალური დაპირისპირება კი თურქ ფათიჰ შენთან დათმო. 39 წლის კარატისტმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა.