გონსალო იგუანის მშვენიერი გოლი ფილადელფიასთან | VIDEO
დიბალას და იგუაინის ბრწყინვალე კომბინაცია – იუვენტუსის შესანიშნავი გოლი (ვიდეო)
იტალიის თასის 1/8-ფინალში “იუვენტუსმა” “უდინეზეს” 4 უპასუხო გოლი გაუტანა, მარტივად დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში დუბლი პაულო დიბალამ გაიფორმა, თითო-თითო გოლი კი გონსალო იგუაინმა და დუგლას კოშტამ გაიტანეს. ანგარიში მე-16 წუთზე ორი გამორჩეული არგენტინელი თავდამსხმელის ბრწყინვალე კომბინაციის შედეგად გაიხსნა. დიბალა-იგუაინის შესანიშნავ გადაცემების შემდეგ ცენტრ-ფორვარდი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და ნიკოლასს ბურთი თავზე გადაუგდო.
დუდელანჟი 0:1 მილანი (ვიდეო)
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, ლევან ყენიას “დუდელანჟი” – “მილანს” დაუპირისპირდა. ქართველ ფეხბურთელს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მატჩი, მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა და ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გონსალო იგუაინი გახდა.
იანვრის ტოპ-10 ტრანსფერი
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე შესაძლოა კვლავ განხორციელდეს რამდენიმე გახმაურებული ტრანსფერი. ევროპული ფეხბურთის გრანდებმა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ საინტერესო გარიგებები განახორციელეს. გთავაზობთ იანვარში განხორციელებულ ტოპ-10 ტრანსფერს: 10) ბრაჰიმ დიაზი, “მანჩესტერ სიტი” – “რეალი” (£15.5 მილიონი)
იგუაინი იუვენტუსთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, გონსალო იგუაინი “ბიანკონერისთან” დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. არგენტინელი ფორვარდი, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “მილანის” რიგებს შეუერთდა. როგორც ჩანს, ტურინული გრანდიდან “მილანში” გადასვლას, იგუაინი კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. გულდაწყვეტილმა გონსალო იგუაინმა, იმედგაცრუება ვერ დამალა და სკანდალური განცხადება გაავრცელა. “ყველაფერი გავაკეთე გუნდისათვის და “იუვენტუსთან” ერთად არაერთ ტიტულს დავეუფლე – შემდეგ კი კრიშტიანუ მოვიდა. რონალდუს […]
იგუაინი ჩელსიში გადასვლიდან 1 კვირაში დაიმტვრა
“ბორნმუთთან” მოულოდნელი, შოკისმომგვრელი დამარცხების შემდეგ (4:0) მაურისიო სარიმ დაადასტურა, რომ გუნდში ახლადგადმოსული არგენტინელი ფორვარდი, გონსალო იგუაინი, სათამაშო კონდიციაში არ იმყოფება. “ამ მომენტში იგი ფორმაში არაა, მას ზურგის ტკივილები აქვს. იმედი მაქვს, მომდევნო კვირების განმავლობაში იგი უფრო მეტად დაგვეხმარება,” განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. სარის განცხადების ფონზე, საეჭვოა, რომ იგუაინმა შაბათს “ჰადერსფილდთან” თამაში მოახერხოს. შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი […]
იგუაინი: “შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია”
გონსალო იგუაინისთვის “იუვენტუსთან” ჩატარებული მატჩი კარგად არასოდეს გაახსენდება: არგენტინელმა ფორვარდმა პენტალტის რეალიზება ვერ შეძლო და ამასთან, მატჩის დასასრულს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მატჩის შემდეგ, მოედანზე მომხდარ ინციდენტს “იუვეს” ფორვარდი და ერთ-ერთი გოლის ავტორი, კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა: “იგუაინი არ უნდა დაისაჯოს. მოედანზე დამშვიდება ვთხოვე, რათა თავიდან დისკვალიფიკაცია აერიდებინა”, -აღნიშნა რონალდუმ. თავის მხრივ, 30 წლის არგენტინელმა განაცხადა, […]
იგუაინი: ,,არგენტინის ნაკრებისთვის თამასა ჩვენ ავწიეთ”
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გონსალო იგუაინის თქმით, ახლა ,,ალბისელესტესგან” გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ითხოვენ: ,,ჩვენს თაობამდე ხალხი არგენტინის ეროვნული ნაკრებისგან მეოთხედფინალში გასვლას ითხოვდა, ახლა კი ჩემპიონობას ითხოვენ. და ვინ აწია ეს თამასა? ჩვენ, სამ ფინალში გასვლით,” – იგუაინის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს. იგუაინი არგენტინის ნაკრებში 2009-2018 წლებში თამაშობდა. თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისა […]
იგუაინი: 2014 წელს კარიერის დასრულება მინდოდა
გონსალო იგუაინი იმ არგენტინის ნაკრების წარმომადგენელია, რომელიც 2014 წლის მუნდიალის ფინალში გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრებთან დამატებით დროში 1:0 დამარცხდა. ფინალში, “პიპიტას” ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ მან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. ეს მომენტი მთლიანად არგენტინის ნაკრებისთვის იყო მტკივნეული. მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა იმ განცდებზე ისაუბრა, რომელიც მას ფინალის შემდეგ დაეუფლა: “თამაშის შემდეგ კარიერის დასრულება […]
იგუაინის 14-წლიანი ევროპული კარიერა დასრულდა
გონსალო იგუაინი MLS-ში გადასვლის ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი “ინტერ მაიამისთან” 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს. 32 წლის იგუაინი ყოფილ თანაგუნდელ, ბლიზ მატუიდის შეუერთდება. წყაროს მტკიცებით, იგუაინსა და დევიდ ბექჰემს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინი “ინტერ მაიამის” ღირსებას 2022 წლის დეკემბრამდე დაიცავს. კლუბის ცვლილება იგუაინის 14-წლიან ევროპულ კარიერას დაასრულებს – ევროსარბიელზე […]
იგუაინის მილანური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა
უცხოურ პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად გონსალო იგუაინით ლონდონური კლუბი, კერძოდ “ჩელსია” დაინტერესებული. მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება. გამომდინარე იქედან, რომ გონსალო იგუაინი ხვალინდელი მატჩის განაცხადშიც აღარაა, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ არგენტინელი ფორვარდის კარიერა “მილანის” რიგებში დასრულებულია. გონსალო იგუაინი მილანში 2018 წელს გადავიდა და 15 შეხვედრაში 6 გოლის […]