გონსალო იგუაინისთვის “იუვენტუსთან” ჩატარებული მატჩი კარგად არასოდეს გაახსენდება: არგენტინელმა ფორვარდმა პენტალტის რეალიზება ვერ შეძლო და ამასთან, მატჩის დასასრულს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მატჩის შემდეგ, მოედანზე მომხდარ ინციდენტს “იუვეს” ფორვარდი და ერთ-ერთი გოლის ავტორი, კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა: “იგუაინი არ უნდა დაისაჯოს. მოედანზე დამშვიდება ვთხოვე, რათა თავიდან დისკვალიფიკაცია აერიდებინა”, -აღნიშნა რონალდუმ. თავის მხრივ, 30 წლის არგენტინელმა განაცხადა, […]