ესპანეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის პირველი ტური დასრულდა. ათივე შეხვედრის გამართვის შემდეგ, სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. მეკარის პოზიციაზე, საუკეთესოდ საქართველოს ნაკრების 20 წლის გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც “ხეტაფესთან” – 1:0 მოგებულ შეხვედრაში ბურთი 4-ჯერ მოიგერია, მესამე დამატებულ წუთზე “ვალენსია” გოლის გაშვებას გადაარჩინა და მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი – […]