საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” ითამაშებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა, Live.ge-ს ინფორმაციით უკვე ოფიციალურია. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 20 წლის გოლკიპერი ესპანურ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც “ღამურებს” ახალგაზრდა კარის დარაჯის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება ექნებათ. მამარდაშვილის კონტრაქტი “დინამო თბილისს” ეკუთვნის. იგი 2020 წლის იანვრის შემდეგ თბილისის “ლოკომოტივშია” განათხოვრებული. სწორედ “რკინიგზელთა” […]