აშშ-მ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ის 12 მოთამაშე დაასახელა ვინც ქვეყნის ღირსებას 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ჩინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავენ. კემბა უოკერი (ბოსტონ სელტიქსი) დონოვან მიტჩელი (იუტა ჯაზი) მაილს ტერნერი (ინდიანა პეისერსი) ჯეისონ ტატუმი (ბოსტონ სელტიქსი) ჰარისონ ბარნსი (საკრამენტო კინგსი) კრის მიდლტონი (მილუოკი ბაქსი) ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიქსი) ჯო ჰარისი (ბრუკლინ […]
“სან ანტონიოს” ქართველმა ლეგიონერმა – სანდრო მამუკელაშვილმა, “სპურსის” შემადგენლობაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ 25:20 წუთში მამუმ 20 ქულის, 5 მოხსნის, 3 შედეგიანი გადაცემისა და 3 ჩაჭრის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოს” რიგებში მამუკელაშვილი ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა, ხოლო ორივე გუნდიდან მხოლოდ ბრენდონ ინგრემმა შეძლო მასზე მეტი (32) ქულის დაგროვება. მამუს კარგი თამაშის მიუხედავად, […]
კლიპერსის მწვრთნელის 900 გამარჯვება
8 ნოემბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “პორტლენდს” – 107:101 მოუგო. ლოს ანჯელესელთა მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსისთვის ეს NBA-ში, მე-900 გამარჯვება იყო. ამ მაჩვენებლით, “კლიპერსის” მეთაური ისტორიაში მე-13 გახდა. მე-12 ადგილზე დიკ მოტია, რომლის შედეგსაც რივერსს 35 მოგება აშორებს. პირველ პოზიციას 1335 მოგებით დონ ნელსონი იკავებს. “კლიპერსამდე” რივერსი “ორლანდო მეჯიქს” […]
ამერიკული მედია და სპურსის ფანები მამუკელაშვილის დარჩენას ითხოვენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტის ლატარიის გამარჯვებული “სან ანტონიო სპურსი” გახდა. ტექსასურ ფრენჩაიზს შესაძლებლობა მიეცა მომავალ სუპერვარსკვლავად შერაცხული ვიქტორ ვემბანიამა დაიმატოს და უდიდესი ალბათობით, “სპურსი” ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. დრაფტის ლატარიის შემდეგ, ამერიკული სპორტული მედიის სპეკულაციის ერთ-ერთ მთავარ თემას, “სან ანტონიოს” მომავალი შემადგენლობა წარმოადგენს. საუკუნის ტალანტად შერაცხული ვემბანიამას დამატება, “სპურსში” დიდ ცვლილებებს გამოიწევს. შესაძლოა […]
პარკერის მაისური ხელშეუხებელია – სან ანტონიომ ლეგენდა დააფასა
“სან ანტონიო” ლეგენდებს აფასებს. “სპერსმა” ვეტერანი ფრანგი კალათბურთელის ტონი პარკერის საპატივსაცემოდ 9-ნომრიანი მაისური გააუქმა. “სან-ანტონიოს” არენაზე, თაღების ქვეშ პარკერის მაისურის აღმართვის ცერემონიას ყოფილი თანაგუნდელები: ტიმ დანკანი, მანუ ჯინობილი, დევიდ რობინსონი და ბორის დიაო და მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი დაესწრნენ. 37 წლის კალათბურთელი “სან ანტონიომ” 2001 წლის დრაფტზე აირჩია, მას მერე ფრანგმა “შავ-თეთრების” მაისურით 17 სეზონი ჩაატარა […]
გრეგ პოპოვიჩმა სან ანტონიოსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
გრეგ პოპოვიჩი ,,სან ანტონიო სპურსის” მწვრთნელი კიდევ 5 წლის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას ტეხასური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 74 წლის სპეციალისტმა ,,სპურსთან” ახალ, 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გუნდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, კონტრაქტის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ადრიან ვოინაროვსკი წერს, პოპოვიჩი ამ დროის განმავლობაში 80 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რაც მონტი […]
ტონი პარკერის წერილი: “მადლობა, სან ანტონიო”
წარმოიდგინეთ ასეთი რამ: მიდიხართ უმნიშვნელოვანეს გასაუბრებაზე, რომლისთვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ემზადებოდით. გასაუბრება დედამიწის მეორე მხარეს ტარდება, თუმცა დისტანცია არ გაშინებთ: თვითმფრინავში ჯდები და ოკეანის თავზე მიფრინავთ, რათა კომპანიის ხელძღვანელებს გაესაუბრო. კარგად ჟღერს, არა? თუმცა ყველაფერი კარგად არ წავა. შეიძლება ხანგრძლივი ფრენის ბრალი იყო, ან ნერვიულობის… რისი ბრალიც არ უნდა იყოს, ინტერვიუზე მისვლისას, გრძნობთ, რომ შენ […]
სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ “სან ანტონიოში” სანდრომ 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო. კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, “სან ანტონიო სპურსმა” მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით […]
ტერ შტეგენმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია (ვიდეო)
გრეგ პოპოვიჩი: “დონალდ ტრამპი სრული იდიოტია…”
“სან-ანტონიო სპურსის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა – გრერ პოპოვიჩმა აშშ-ში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განვითარებული მოვლენები პრეზიდენტ – დონალდ ტრამპს დააბრალა. “ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა და ეს ადამიანი (ტრამპი) არც კი ზრუნავს იმ ფაქტზე, რომ სიტუაცია დაასტაბილუროს. ის არის გამანადგურებელი და ხალხს ჰყოფს რამდენიმე ნაწილად. მას რომ ცინიზმის მაგივრად ტვინი ჰქონოდა, გამოვიდოდა და მიმართავდა […]
გრეგ პოპოვიჩი – დამსახურებული ლეგენდა თუ იღბლიანი გენიოსი?
გრეგ პოპოვიჩი ზედმეტად გაპიარებული მწვრთნელია კალათბურთის ისტორიაში? ამ კითხვაზე გულშემატკივართა უმრავლესობა აღშფოთდება კიდეც, მაგრამ, მოდით, ჩავუღრმავდეთ და, ასე ვთქვათ, სტერეოტიპის დამსხვრევა ვცადოთ. ბუნებრივია, ბლოგში არაა იმაზე საუბარი, რომ გრეგი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი არაა, მაგრამ ზედმეტი პიარია ის ფაქტი, როცა ზე დარწმუნებით, ცალსახად და დაუფიქრებლად ამბობენ, რომ პოპოვიჩი, როგორც მწვრთნელი, ფილ ჯექსონზე, რედ აურბახზე, პატ […]