გასული ორი ათწლეულის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა, კარიერა დაამთავრა. 37 წლის ასაკში, ნიდერლანდელი ფეხბურთელმა “ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება” გადაწყვიტა. არიენ რობენი უნიკალური საფეხბურთო თვისებებით გამოირჩეოდა – მისი საფირმო ცრუმოძრაობები ყველა მცველისთვის ცნობილი იყო, თუმცა ბრწყინვალე დრიბლინგისა და სისწრაფის ხარჯზე, ნიდერლანდელი რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუებას, მარჯვენა ფლანგიდან შეჭრას და მეკარისგან შორეულ კუთხეში დარტყმას თავისუფლად ახერხებდა. კარიერის განმავლობაში, […]