ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედლის მფლობელია
აპრილი 21, 2023
0
ეტლით ფარიკაობაში საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე 15:2 დაამარცხა. ხეცურიანმა ფინალურ ასპარეზობაში ტაილანდელ საისუნ იანას მოუგო (15:12) და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად ბრძოლას ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც განაგრძობენ. წყარო: Georgian Paralympic Committee