მოურინიოს აზრით, წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას ჰანს ფლიკი იმსახურებდა
FIFA-მ 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. “საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი” მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელი სუპერვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რაც მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა. ფინალურ სამეულში ლევანდოვკისთან ერთად, ასევე იყვნენ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა “საუკეთესო მწვრთნელის” ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა. “საუკეთესო მწვრთნელის” პრიზი “ლივერპულის” გერმანელ დამრიგებელს იურგენ კლოპს გადაეცა ზედიზედ მეორედ. კლოპთან ერთად ფინალურ […]
ოფიციალურად – ჰანსი ფლიკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს დატოვებს
მიუნხენის ,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ,,ვოლფსბურგთან” მოგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდთან კონტრაქტის შეწყვეტა სურს: ,,დღეს გუნდს ვუთხარი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის შეწყვეტა მსურს. ხელშეკრულების გაწყვეტა ზაფხულში მინდა, ეს ფაქტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბს ეს პირადად ჩემგან გაეგო. ხელმძღვანელებს სურვილის შესახებ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნისთანავე ვაუწყე. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ამ […]
წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების ნომინანტები ცნობილია
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა. 2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: მარსელო ბიელსა – “ლიდს იუნაიტედი” ჰანს-დიტერ ფლიკი – მიუნხენის “ბაიერნი” იურგენ კლოპი – “ლივერპული” ხულენ ლოპეტეგი – “სევილია” ზინედინ ზიდანი – მადრიდის “რეალი” ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის […]
ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარადგინეს
მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი – ჰანსი ფლიკი, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად წარადგინეს. ✍️ Der Vertrag ist unterschrieben: Hansi #Flick wird nach der @EURO2020 neuer Bundestrainer. Willkommen zurück, Hansi! 🇩🇪 ➡️ https://t.co/zQDB9vFeJW#DieMannschaft pic.twitter.com/oCq9AFsSS9 — Die Mannschaft (@DFB_Team) May 25, 2021 ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი – იახიმ ლიოვი ნაკრებს დატოვებს. ჰანსი […]
Globe Soccer Awards-ის წლევანდელი პრიზიორები ცნობილია
27 დეკემბერს დუბაიში Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება ჩატარდა. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში დასახელდნენ. ნომინაციაში “21-ე საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი” “მანჩესტერ სიტის” ესპანელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდა გამარჯვებული. ამავე ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ: ზინედინ ზიდანი, ჟოზე მოურინიო და ალექს ფერგიუსონი. საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში გამარჯვებული “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. რონალდუმ მესის, სალაჰსა და რონალდინიოს აჯობა. 2020 […]
საულს ატლეტიკოდან წასვლა სურს
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” 26 წლის ნახევარმცველს საულ ნიგესს გუნდის დატოვება სურს. AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საულმა შესაძლოა “ატლეტიკო” დატოვოს და მიუნხენის “ბაიერნს” შეუერთდეს. ესპანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში სიმეონეს გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. თავის მხრივ, საულით “რეკორდმაისტერიცაა” დაინტერესებული. მიუნხენური გრანდი “ატლეტიკოს” 26 წლის ნახევარმცველს ტიაგო ალკანტარას შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც “ბაიერნთან” ერთად […]
ფლიკი: “თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, გამარჯვებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელშიც მისი გუნდი “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ ითამაშებს, ემოციები გაამჟღავნა. “შევეცდებით ვაჩვენოთ საუკეთესო თვისებები და ვითამაშოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი. თუ ამის გაკეთებას მოვახერხებთ, თუ ყველა მომენტში 100%-ით კონცენტრირებულები ვიქნებით, მაშინ გამარჯვებაში ხელს არაფერი შეგვიშლის. “პსჟ-მ” ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ხუთი გოლი გაუშვა, რაც ტურნირში ყველაზე ნაკლებია. ეს […]
რუმენიგე: “ფლიკი ბაიერნში რჩება, ის ლიოვს არ შეცვლის”
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ლიოვის ხელმძღვანელობით ბუნდესნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, 2017-ში კი კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა. 2008 წელს გერმანიის ნაკრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, 2-ჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2006 წელს გახდა. მას შემდეგ, რაც ლიოვის ბუნდესგუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია […]
ფლიკი: “ახლა ჩემს მომავალზე მსჯელობის დრო არ არის”
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. მას შემდეგ, რაც ლიოვის ბუნდესგუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, მედიაში მის შემცვლელებზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლიოვის შემცვლელად პირველ კანდიდატად იურგენ კლოპი სახელდებოდა, რომელსაც “ლივერპულში” საქმეები კარგად არ მისდის. თუმცა, “წითლების” 53 წლის დამრიგებელმა განაცხადა, რომ მას მერსისაიდულ […]