Harry Maguire! – ტიკტოკის აქტიურ მომხმარებლებს ეს ეს ორი სიტყვა ალბათ ხშირად მოუსმენიათ. მიზეზი მარტივია – 2021/22 წლების სეზონი, “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანისთვის ყველაზე ცუდი აღმოჩნდა – მისი უპატიებელი შეცდომებით სავსე ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დროის ყველაზე ძვირადღირებულ მცველს ყველგან აკრიტიკებენ – ნისლიან ალბიონზე თუ მის მიღმა. თანაც, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გულშემატკივარის ნეგატიურ […]
“ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა გაგვეშვა” – როი კინმა მანჩესტერის ფეხბურთელები გააკრიტიკა
ისტორიულ მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, როი კინმა “მანჩესტერ იუნაიტედის” სამი ვარსკვლავი მწვავედ გააკრიტიკა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” ორივე შეხვედრაში გაანადგურა. “ოცნებების თეატრში” შერცხვენილი (0:5) “მანჩესტერ იუნაიტედი” რეპუტაციის აღდგენას “ენფილდზე” გეგმავდა, თუმცა მოვლენები კვლავ კატასტროფულად განვითარდა და რალფ რანგნიკის გაწვრთნილმა გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაუშვა. ორ შეხვედრაში გაშვებული 9 გოლის საპირწონედ, “წითელმა […]
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირება შედგა. “ენფილდზე” მერსისაიდულმა გრანდმა შესანიშნავი პერფორმანსი დადგა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. იგივეს ვერ ვიტყვით “მანჩესტერ იუნაიტედზე” და განსაკუთრებით £80 მილიონად შეძენილ ჰარი მაგუაირზე, რომელმაც პირად აქტივში მორიგი კატასტროფული მატჩი ჩაიწერა. “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება, მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულმა გრანდმა […]
ჰარი მაგუაირის კატასტროფული მატჩი ლივერპულის წინააღმდეგ | VIDEO
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში, ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირება შედგა. ლეგენდარულ “ენფილდზე” შეკრებილმა პუბლიკამ “ლივერპულის” შესრულებით ბრწყინვალე პერფორმანსი იხილა. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით “მანჩესტერ იუნაიტედზე” და განსაკუთრებით £80 მილიონად შეძენილ ჰარი მაგუაირზე, რომელმაც პირად აქტივში მორიგი კატასტროფული მატჩი მიითვალა. “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულმა გრანდმა “ენფილდზე” […]
ლორია და ხოჭოლავა მბაპეს, კეინის, სანეს და სხვების გვერდით – ქართველები სიმბოლურში მოხვდნენ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა შვედეთი – 2:0 დაამარცხა. პრესტიჟულმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა აღნიშნული რაუნდის სიმბოლური გუნდები გამოაქვეყნეს, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად, საქათველოს ეროვნული გუნდის წევრებიც მოხვდნენ. Sofascore-მა სიმბოლურ გუნდში დავით ხოჭოლავა შეიყვანა, რომელსაც 8.1 შეფასება ჰქონდა, ხოლო Whoscored-მა რჩეულ თერთმატეულში “ჯვაროსნების” მეკარე, გიორგი ლორია აირჩია. 🇪🇺 European […]
უემბლისთან მომხდარი ინციდენტის დროს ჰარი მაგუაირის მამა მძიმედ დაშავდა
ინგლისის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა, ჰარი მაგუაირმა თქვა, რომ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დაწყებამდე, უემბლის სტადიონთან მომხდარი ინციდენტის დროს, როცა ინგლისელი გუ;შემატკივარი სამართალდაცმეველებს დაუპირისპირდა და სტადიონზე უბილეთოდ შეჭრა მოახერხა, ფეხბურთელის ოჯახის წევრები მძიმედ დაშავდნენ. როგორც გაირკვა, 28 წლის ფეხბურთელის მამას ნეკნები ჰქონდა გატეხილი და სუნთქვა უჭირდა. “მამაჩემი სტიქიურ უბედურებაში მოხვდა. მასთან ძალიან ბევრი […]
ვან დაიკის შემდეგ მაგუაირი – ჯორდან პიკფორდის მორიგი უხეშობა (ვიდეო)
მაგუაირმა მთელ ბერძნულ ცივილიზაციას აგინა
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტნის – ჰარი მაგუაირის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ინგლისელი ფეხბურთელი სკანდალში საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაეხვა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, მაგუაირმა სრულიად ბერძნულ ცივილიზაციას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებთან იჩხუბა და მათ ქრთამი შესთავაზა. ცნობილია, რომ მაგუაირმა პოლიციის სერჟანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კიდევ ერთ პოლიციელს კი მისმა ძმამ დაარტყა. […]
მაგუაირის მორიგი პრობლემა – ინგლისელი კაპიტნის სამკლაურს კარგავს
Sky Sports-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მათთან ერთად კაპიტნის სამკლაურის ქონის საკითხი განიხილა. 27 წლის მცველს კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გარდა იმისა, რომ მისი შეცდომების “დამსახურებით”, “წითელი ეშმაკები” ინგლისის ასოციაციის თასის და ევროპის ლიგის ნახევარფინალებში დამარცხდნენ, ის საბერძნეთს კუნძულ მიკონოსზე დასვენებისას სკანდალში გაეხვა. ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა ბარში […]
მაგაუირს 21-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს და ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელი ფეხბურთელი საბერძნეთის სასამართლომ ,კუნძულ მიკონოსზე, პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის, ბარში ჩხუბის, სხეულის დაზიანების, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის და მათთვის ფულის სახით ქრთამის შეთავაზების ბრალდებით 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, თუმცა მანამდე გარეთ საუთგეიტმა “წითელი ემშაკების” […]
საბერძნეთის სასამართლომ ჰარი მაგუაირს განაჩენი გამოუტანა
Sky Sports-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჰარი მაგუირი საბერძნეთის სასამართლო დარბაზიდან პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ფეხბურთელი და მისი ორი მეგობარი სამშაბათს საბერძნეთის კუნძულ მიკონოსში პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოსამართლემ ისინი დამნაშავედ არ სცნო და სამშობლოში დაბრუნების ნება დართო. ინგლისის ნაკრების 27 წლის მცველის დაპატიმრების მიზეზი ერთ-ერთ ბარში სხვა თანამემამულეებთან ჩხუბი, სხეულის დაზიანება, შეურაცხყოფა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა […]
მაგუაირი: “ასოციაციის თასის მოგება ჩვენთვის ყველაფერია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაირმა თქვა, რომ ინგლისის ასოციაციის თასის მოგება მისი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. “რას ნიშნავს ჩვენთვის თასზე გამარჯვება? ყველაფერს. ამ კლუბში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი, ეს კი შესანიშნავი ტურნირია და იმედი მაქვს, რომ ნახევარფინალში გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ, ვიდრე ეს “ნორვიჩთან” მატჩში მოხდა“, – თქვა ინგლისის ნაკრების უაკანახაზელმა. 27 წლის ფეხბურთელმა დამატებით დროში […]