“ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა გაგვეშვა” – როი კინმა მანჩესტერის ფეხბურთელები გააკრიტიკა
ისტორიულ მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, როი კინმა “მანჩესტერ იუნაიტედის” სამი ვარსკვლავი მწვავედ გააკრიტიკა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” ორივე შეხვედრაში გაანადგურა. “ოცნებების თეატრში” შერცხვენილი (0:5) “მანჩესტერ იუნაიტედი” რეპუტაციის აღდგენას “ენფილდზე” გეგმავდა, თუმცა მოვლენები კვლავ კატასტროფულად განვითარდა და რალფ რანგნიკის გაწვრთნილმა გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაუშვა. ორ შეხვედრაში გაშვებული 9 გოლის საპირწონედ, “წითელმა […]
მაგუაირი: “ასოციაციის თასის მოგება ჩვენთვის ყველაფერია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაირმა თქვა, რომ ინგლისის ასოციაციის თასის მოგება მისი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. “რას ნიშნავს ჩვენთვის თასზე გამარჯვება? ყველაფერს. ამ კლუბში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი, ეს კი შესანიშნავი ტურნირია და იმედი მაქვს, რომ ნახევარფინალში გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ, ვიდრე ეს “ნორვიჩთან” მატჩში მოხდა“, – თქვა ინგლისის ნაკრების უაკანახაზელმა. 27 წლის ფეხბურთელმა დამატებით დროში […]
Harry Maguire! – ტიკტოკის აქტიურ მომხმარებლებს ეს ეს ორი სიტყვა ალბათ ხშირად მოუსმენიათ. მიზეზი მარტივია – 2021/22 წლების სეზონი, “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანისთვის ყველაზე ცუდი აღმოჩნდა – მისი უპატიებელი შეცდომებით სავსე ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დროის ყველაზე ძვირადღირებულ მცველს ყველგან აკრიტიკებენ – ნისლიან ალბიონზე თუ მის მიღმა. თანაც, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გულშემატკივარის ნეგატიურ […]
შერინგემი მანჩესტერს დაცვაში პრობლემის გამოსავალს სთავაზობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდის, ტედი შერინგემის განცხადებით, გუნდს ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა დაცვაში აქვს, რის გამოსასწორებლადაც, გუნდის მენეჯმენტს ფულის გამოყოფას სთხოვს. “გუნდს დაცვაში ვენსან კომპანის ან ტონი ადამსის სტილის ფეხბურთელი სჭირდება. ჩემი აზრით, გუნდს ახლა ყველაზე მეტად ჰარი მაგუაირის ტიპის ფეხბურთელი სჭირდება – მას ყველა ლიდერული თვისება აქვს, მაგუაირს რიო ფერდინანდს ვამსგავსებ,” აღნიშნა შერინგემმა. შეგახსენებთ, რომ […]
საბერძნეთის სასამართლომ ჰარი მაგუაირს განაჩენი გამოუტანა
Sky Sports-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჰარი მაგუირი საბერძნეთის სასამართლო დარბაზიდან პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ფეხბურთელი და მისი ორი მეგობარი სამშაბათს საბერძნეთის კუნძულ მიკონოსში პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოსამართლემ ისინი დამნაშავედ არ სცნო და სამშობლოში დაბრუნების ნება დართო. ინგლისის ნაკრების 27 წლის მცველის დაპატიმრების მიზეზი ერთ-ერთ ბარში სხვა თანამემამულეებთან ჩხუბი, სხეულის დაზიანება, შეურაცხყოფა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა […]
ოფიციალურად: ჰარი მაგუაირი მანჩესტერის ფეხბურთელია
ჰარი მაგუარი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია – “წითელმა ეშმაკებმა” 26 წლის მცველის სანაცვლოდ სოლიდური თანხა, £80 მილიონი გადაიხადეს. ტრანსფერის შედეგად, მაგუაირი მსოფლიოში ყველაზე ძვირადდღირებული მცველი გახდა. ცნობილია, რომ მაგუაირმა “წითელ ეშმაკებთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ბედნიერი ვარ რომ დიდი გუნდის ნაწილი გავხდი. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ლესტერს,” სადაც შესანიშნავი პერიოდი გავატარე, თუმცა როდესაც შენით “მანჩესტერ იუნაიტედი” […]
მაგაუირს 21-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს და ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელი ფეხბურთელი საბერძნეთის სასამართლომ ,კუნძულ მიკონოსზე, პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის, ბარში ჩხუბის, სხეულის დაზიანების, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის და მათთვის ფულის სახით ქრთამის შეთავაზების ბრალდებით 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, თუმცა მანამდე გარეთ საუთგეიტმა “წითელი ემშაკების” […]
უცნობი ფაქტი: მანჩესტერს მაგუაირის შეძენა £76 მილიონით ნაკლებად შეეძლო
ჰარი მაგუარი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია – “წითელმა ეშმაკებმა” 26 წლის მცველის სანაცვლოდ სოლიდური თანხა, £80 მილიონი გადაიხადეს. ტრანსფერის შედეგად, მაგუაირი მსოფლიოში ყველაზე ძვირადდღირებული მცველი გახდა. საინტერესო ფაქტია, რომ ჰარი მაგუაირი “წითელი ეშმაკების” რიგებში გაცილებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო – მისი შეძენის ინიციატორი დევიდ მოიესი იყო. იმ პერიოდში კი, მაგუაირის სატრანსფერო ფასი სულ რაღაც £4 […]
მაგუაირის მორიგი პრობლემა – ინგლისელი კაპიტნის სამკლაურს კარგავს
Sky Sports-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მათთან ერთად კაპიტნის სამკლაურის ქონის საკითხი განიხილა. 27 წლის მცველს კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გარდა იმისა, რომ მისი შეცდომების “დამსახურებით”, “წითელი ეშმაკები” ინგლისის ასოციაციის თასის და ევროპის ლიგის ნახევარფინალებში დამარცხდნენ, ის საბერძნეთს კუნძულ მიკონოსზე დასვენებისას სკანდალში გაეხვა. ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა ბარში […]
ვან დაიკმა ჰარი მაგუაირს რჩევა მისცა
“ლივერპულმა” ვან დაიკის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რის შემდეგაც იგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. ჰოლანდიელმა უკანახაზელმა მასში გაცემული ავანსები გაამართლა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. “ლივერპულის” რეკორდი “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჰარი მაგუაირის ტრანსფერით დაამხო. “ლესტერის” ცენტალური მცველის სანაცვლოდ “წითელმა ეშმაკებმა” 80 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. განხორციელებული ტრანსფერის […]
მაგუაირმა მთელ ბერძნულ ცივილიზაციას აგინა
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტნის – ჰარი მაგუაირის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ინგლისელი ფეხბურთელი სკანდალში საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაეხვა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, მაგუაირმა სრულიად ბერძნულ ცივილიზაციას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებთან იჩხუბა და მათ ქრთამი შესთავაზა. ცნობილია, რომ მაგუაირმა პოლიციის სერჟანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კიდევ ერთ პოლიციელს კი მისმა ძმამ დაარტყა. […]
მაგუაირს დაავიწყდა, რომ მანჩესტერის კაპიტანი იყო (ვიდეო)
ჰარი მაგუაირმა ევროპის ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ბელგრადის პარტიზანის წინააღმდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტნის სამკლაური კარიერაში პირველად მოირგო, თუმცა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველის ამ ამპლუაში დებიუტი კურიოზული გამოდგა. “პარტიზანის” სტადიონზე მოგებული შეხვედრის დაწყებამდე, 26 წლის მცველს, რომელიც ევროპულ ტურნირზე პირველ შეხვედრას ატარებდა, მსაჯთან მისვლა და ტრადიციულ ეპიზოდში მონაწილეობს მიღება დაავიწყდა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მატჩის […]