დიეგო კოშტას ნაცვლად ნაკრებში იაგო ასპასი გამოიძახეს
დიეგო კოშტა ესპანეთის ნაკრების მომდევნო მატჩებს გამოტოვებს. Marca-ს ცნობით, აღნიშნულის მიზეზად კოშტას ოჯახური პრობლემები სახელდება. ცნობილია, რომ „ატლეტიკოს“ ფორვარდის ნაცვლად ნაკრებში „სელტას“ თავდამსხმელი, იაგო ასპასი იქნა გამოძახებული. ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით 6 სექტემბერს ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო 11 სექტემბერს კი “ფურია როხა” ხორვატიას შეხვდება. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა იხილეთ აქ.
იაგო ასპასმა მოგებული თამაშის შემდეგ იტირა (ვიდეო)
მადრიდის “რეალი” იაგო ასპასით ინტერესდება
უცხოურ მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, სამეფო კლუბის მესვეურები იაგო ასპასით ინტერესდებიან, თუმცა ტრანსფერის რეალიზებას იმ შემთხვევაში შეეცდებიან თუ „ვალენსია“ უკან დაიხევს როდრიგო მორენოს გაშვებაზე მადრიდში.
როგორ ემზადებოდა იაგო ასპასი ბარსელონასთან ჯარიმის გასატანად?
ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში, “სელტამ” “ბარსელონასთან” საშინაო შეხვედრაში ფრე – 2:2 ითამაშა. ქულა ვიგოელებს გუნდის თილისმამ იაგო ასპასმა გადაურჩინა. “სელტას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, გატანილი საჯარიმო დარტყმის პერიპეტიებზე ისაუბრა. “ჩემი გუნდის მეკარეების მწვრთნელებთან ერთად “ბარსელონას” ვიდეო-ჩანაწერებს ვუყურე. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ იქცევიან “ბლაუგრანას” ცოცხალ კედელში მდგომი ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს. დავაკვირდი, თუ […]
საინტერესო მომენტი ლა ლიგაში – იაგო ასპასმა ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო
ლა ლიგის მე-16 ტურში “სელტა” შინ “ვალენსიას” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრაში პირველი გოლი ვიგოელთა ლეგენდამ, იაგო ასპასმა გაიტანა. ესპანელი თავდამსხმელი გოლის შემდეგ დაზიანდა, რის შემდეგაც მან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. ასპასს “ვალენსიასთან” მატჩში ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვამდე ერთი გაფრთხილება აკლდა. 34 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც იგრძნო, რომ შემდეგ შეხვედრას “მალიორკასთან” დაზიანების გამო მაინც გამოტოვებდა, მთავარ არბიტრს […]