მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება, სკანდინავიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსონმა ბათუმი არენაზე პრესკონფერენცია გამართა და ქართველი და შვედი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემთ. მათ არამხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ, არამედ სხვა მეტოქეებთან საკმაოდ კარგი თამაში აჩვენეს. ბოლო პერიოდში კარგი მატჩები ჩავატარეთ და ფორმაში ვართ, მაგრამ […]