სკოტ რობერტსონი ოლ ბლექსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სკოტ რობერტსონი დაინიშნა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 48 წლის სპეციალისტი “ოლ ბლექსს” 2024 წლიდან გაუძღვება. რობერტსონსა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, “კრუსეიდერსის” სახელოვანი მწვრთნელი “ოლ ბლექსს” 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ამ დროისათვის უცნობია, თუ როგორ დაკომპლექტდება რობერტსონის სამწვრთნელო შტაბი. […]
ოლ ბლექსის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები სტივ ჰანსენის ასისტენტმა, იან ფოსტერმა ჩაიბარა. გავრცელებული ინფორმაციით, იან ფოსტერთან 2 წლიანი გაფორმდა. წყაროს მტკიცებით, ფოსტერი ოლ ბლექსის გაწვრთნას 2020 წლიდან შეუდგება. ოლ ბლექსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იან ფოსტერის დანიშვნას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოლ ბლექსს სკოტ რობერტსონი ჩაიბარებდა, რომელსაც გულშემატკივართა უმრავლესობა უჭერდა მხარს თუმცა საბოლოო არჩევანი იან […]