ზაგრების გრან პრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ) მსოფლიო რეიტინგი განაახლა. მსოფლიო რეიტინგში ყველა ის ქართველი სპორტსმენი დაწინაურდა, რომელმაც ზაგრების გრან პრიზე წარმატებას მიაღწია. რეიტინგში წინსვლა მხოლოდ ტატო გრიგალაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს არ აქვთ. ტატო გრიგალაშვილი 6492 ქულით კვლავ საკუთარი წონის (-81 კგ) ლიდერად რჩება, ეთერ ლიპარტელიანი კი -57 კგ წონით კატეგორიაში მეოთხე ადგილს 4318 […]