იკერ კასილასი მადრიდის რეალში ბრუნდება
Იკერ კასილასი მადრიდის “რეალში” ბრუნდება. ლეგენდარული მეკარე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი “სამეფო კლუბს” დაუკავშირა, მშობლიურ გუნდში პრეზიდენტის, ფლორენტიო პერესის მრჩევლის პოსტზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს და წერს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, იკერის მოვალეობები ზუსტად განისაზღვრება. უდიდესი ალბათობით, ის იმ პოსტს დაიკავებს, რომელზეც თავდაპირველად, ზინედინ ზიდანი მუშაობდა. მსოფლიოსა […]
ვიქტორ ვალდესის გამამხნევებელი წერილი იკერ კასილასს
როგორც მოგეხსენებათ იკერ კასილასს რამდენიმე დღის წინ გულის შეტევა დაუფიქსირდა რის შედეგადაც იგი პორტოს საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისმა თანამემამულემ, “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ – ვიქტორ ვალდესმა იკერს წერილი მიწერა, სადაც იგი იკერს ამხნევებს. “ძვირფასო იკერ, ძვირფასო მეგობარო.საფეხბურთო სამყაროში ზოგი მეკარეობას ირჩევს, მაშინ როცა სხვები მათ ნაკლს შეისწავლიან. შენ ხარ და ყოველთვის იქნები ერთ-ერთი, ვინც ხელზე ხელთათმანით დაიბადა. […]
კასილასი: ,,იმედია, პატივს მცემთ, გეი ვარ”
მადრიდის ,,რეალის” ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილასმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გეია. ,,იმედი მაქვს, რომ პატივს მცემთ. მე გეი ვარ,” – წერია ესპანელის ტვიტერის პირად გვერდზე. როგორც ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo წერს, ჯერჯერობით უცნობია შეესაბამება თუ არა სიმართლეს იკერის პოსტი. კასილასი 2021 წელს ყოფილ მეუღლეს, სარა კარბონეროს დაშორდა. წყვილი ერთად 2009 წლიდან იყო და ორი შვილი […]
კასილასი შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ლეგენდარული მეკარე იკერი კასილასი შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს. ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. მადრიდის “რეალის”, “პორტუსა” და “ფურია როხას” ვეტერანი გოლკიპერის კანდიდატურას ესპანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია წარმოადგენს. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ქალის ცემის ფაქტშია ეჭვმიტანილი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს. 2019 წლის ზაფხულში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მეკარემ […]
იკერ კასილასის შესანიშნავი სეივები რეალის შემადგენლობაში
ოფიციალურად: იკერ კასილასმა კარიერა დაასრულა
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანელმა მეკარემ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით გააცნო. View this post on Instagram Lo importante es el camino que recorres y la gente que te acompaña, no el destino al que te lleva, porque eso con trabajo y esfuerzo, llega solo […]
“იკერ ჩვენ შენთან ვართ” – რეალი მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდა (ფოტო/ვიდეო)
როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა გულის შეტევა მიიღო, ამჟამად “პორტოს” ფეხბურთელს ამის გამო კარიერის დასრულება მოუწევს. იკერის მხარდასაჭერად დღევანდელ მატჩში მადრიდის “რეალი” “ვილიარეალთან” სპეციალური მაისურებით გავიდა რომელზეც ეწერა: “იკერ, ჩვენ შენთან ვართ” Iker, todos contigo. 👏💜 @realmadrid 💜👏#RealMadridVillarreal pic.twitter.com/59U7CKs3HQ — LaLiga (@LaLiga) May 5, 2019 💪👕 ¡El […]
კასილასი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრას განიცდის – იკერის სახალისო ვიდეო
კასილასმა კანდიდატურის წარდგენა დაადასტურა !
ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ და მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. კასილასმა კანდიდატურა დღეს ოფიციალურად წარადგინა. Sí, me presentaré a la Presidencia de la @RFEF cuando se convoquen las elecciones. Juntos vamos a poner nuestra Federación a la altura del mejor fútbol del mundo: el de España. […]
გავიხსენოთ: იკერ კასილასის საოცარი სეივი სევილიასთან (ვიდეო)
კასილასი – ჩემი კარიერა ისე არ დასრულდა, როგორც მსურდა
გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, ლეგენდარული ესპანელი კიპერი იძულებული გახდა კარიერა დაესრულებინა. იკერ კასილასმა აღიარა, რომ მისი პროფესიონალური კარიერა ისე არ დასრულდა, როგორც სურდა. “ეს არ ყოფილა რთული, რადგანაც გადაწყვეტილება მე არ მიმიღია. შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და დავმორჩილებოდი. გულთან დაკავშირებულ პრობლემებამდე ვფიქრობდი, რომ დაახლოებით ორი წლის შემდეგ დავასრულებდი კარიერას. ყოველდღიურად […]
იკერ კასილასმა პორტუგალიური ფეხბურთი გააერთიანა
იკერ კასილასის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მთელი საფეხბურთო სამყარო გააერთიანა. მას ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და საფეხბურთო მოღვაწეები მხარდაჭერას უცხადებენ. კასილასი გასულ კვირას “პორტოს” სავარჯიშო მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს – მას გულის შეტევა ჰქონდა და ამჟამად, იგი რეაბილიტაციის პროცესს გადის. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულისთვის “ბენფიკა” და “პორტო” გამალებით იბრძვიან, კასილასისადმი გამამხნევებელი სიტყვები არც “ბენფიკას” მთავარმა […]