ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არჩევანი მესის და რონალდუს შორის გააკეთეს
მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება რომელია უკეთესი ფეხბურთელი, რონალდუ თუ მესი. ამ თემაზე კამათი ყოველთვის მიდის და საბოლოოდ ვერავინ თანხმდება. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების და მწვრთნელების არჩევანს რონალდუს და მესის შორის. დიეგო მარადონა – მესი მარადონას, კრიშტიანუ ძალიან უყვარს, მაგრამ მისი პატრიოტიზმი არ აძლევს საშუალებას, რომ პორტუგალიელი აირჩიოს. – “არ მახსენდება, რომ მესის ცუდად ეთამაშოს. […]
ლეო მესის ემოციური სიტყვები იკერ კასილასის მიმართ
“ლივერპულთან” გამართული მატჩის შემდეგ, ლეო მესიმ იკერ კასილასს ემოციური სტატუსი მიუძღვნა. ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით (3:0) დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ ლეო მესიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის გენიალურობას და განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა. “შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ “ენფილდზე” ურთულესი მატჩი გველის. “ლივერპული” უდიდესი გუნდია, რომელიც […]
კასილასის დასაფასებელი საქციელი რომას დამარცხების შემდეგ (ფოტო)
6 მარტს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩები გაიმართა. “პორტომ” შინ დაძაბულ თამაშში, 117-ე წუთზე გატანილი ბურთით “რომა” 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღნიშნული თამაშის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც “პორტოს” მეკარე იკერ კასილასი რომაელთა ფეხბურთელს, ალესანდრო ფლორენცის ამშვიდებდა. საქნე იმაშია, რომ 117-ე წუთზე “რომასთვის” დამღუპველი პენალტი სწორედ ფლორენცის შეცდომას მოჰყვა.
ბუფონი, კასილასი და სხვები – 21-ე საუკუნის ტოპ 20 მეკარე გამოვლინდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, IFFHS-მა 21-ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2001-დან 2020 წლამდე საუკეთესო გოლკიპერად ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელმაც უკან მადრიდის “რეალის” და “პორტუს” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი მოიტოვა. სამეული “ჩელსის” და “არსენალის” ვეტერანმა მეკარემ პეტრ ჩეხმა დახურა. საუკეთესო ხუთეულში ასევე მანუელ ნოიერი და ტიბო კურტუა მოხვდნენ. […]
ოფიციალურად: კასილასი რეალში დაბრუნდა
იკერ კასილასი “მადრიდის რეალში” დაბრუნდა – ოფიციალური ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარე “მადრიდის რეალის ფონდში” გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. “კასილასი რეალის ლეგენდაა, რომელიც გუნდის ღირებულებების მატარებელია ის ჩვენს ისტორიაში საუკეთესო მეკარეა”, – აღნიშნულია განცხადებაში. მადრიდის რეალის ფონდი გუნდის სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით მუშაობს, რომელიც ახალგაზრდების თანადგომას და სპორტის მიმართულებით, მათ განვითარებაზეა ორიენტირებული. იკერ კასილასმა “რეალში” 25 […]
იკერ კასილასი მადრიდის რეალში ბრუნდება
Იკერ კასილასი მადრიდის “რეალში” ბრუნდება. ლეგენდარული მეკარე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი “სამეფო კლუბს” დაუკავშირა, მშობლიურ გუნდში პრეზიდენტის, ფლორენტიო პერესის მრჩევლის პოსტზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს და წერს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, იკერის მოვალეობები ზუსტად განისაზღვრება. უდიდესი ალბათობით, ის იმ პოსტს დაიკავებს, რომელზეც თავდაპირველად, ზინედინ ზიდანი მუშაობდა. მსოფლიოსა […]
იკერ კასილასის ცოლს კიბო დაუდგინეს
ლეგენდარული ესპანელი მეკარის, იკერ კასილასის ოჯახიდან მორიგი სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 35 წლის ფეხბურთელის გულის შეტევიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კასილასის ცოლს, სარა კარბონეროს კიბო დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ იკერის მეუღლემ სოციალურ ქსელში ისაუბრა. “პირველი შოკიდან ჯერ არ გამოვსულვართ, ცხოვრებამ კი მე-2 სიურპრიზი გაგვიკეთა. ექიმებმა კიბო დამიდგინეს. კარგია, რომ მათთან მისვლა არ დავაგვიანე. ახლა […]
პერესი: “რაული და კასილასი რეალის ისტორიაში უდიდესი თაღლითები არიან”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, იკერ კასილასსა და რაულ გონსალესს “კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითები” უწოდა – ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა ძველი, 2006 წლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც პერესი “რეალის” ლეგენდებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს. რაული და კასილასი “რეალს” ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკოსის მშენებლობის პერიოდში დაემშვიდობნენ და კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელეს. გუნდის გულშემატკივარი თვლიდა, რომ […]
რეალის ლეგენდები, რომელთაც ბერნაბეუზე ფანებმა დაუსტვინეს
გარეთ ბეილის “რეალში” გადასვლა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ტრანსფერად და ახდენილ ოცნებად შეფასდა თუმცა უელსელი ვარსკვლავისათვის მოვლენები არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. გახშირებულმა ტრავმიანობამ ბეილის მადრიდულ კარიერას დაღი დაასვა – მოედნის მიღმა გაკეთებულმა განცხადებებმა და ქცევებმა კი შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბის გულშემატკივართა აგრესია კიდევ უფრო გაზარდა. უკანასკნელ სკანდალში ბეილი სანაკრებო პაუზის დროს გაეხვა. ევრო 2020-ზე გასვლას […]
ვიქტორ ვალდესის გამამხნევებელი წერილი იკერ კასილასს
როგორც მოგეხსენებათ იკერ კასილასს რამდენიმე დღის წინ გულის შეტევა დაუფიქსირდა რის შედეგადაც იგი პორტოს საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისმა თანამემამულემ, “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ – ვიქტორ ვალდესმა იკერს წერილი მიწერა, სადაც იგი იკერს ამხნევებს. “ძვირფასო იკერ, ძვირფასო მეგობარო.საფეხბურთო სამყაროში ზოგი მეკარეობას ირჩევს, მაშინ როცა სხვები მათ ნაკლს შეისწავლიან. შენ ხარ და ყოველთვის იქნები ერთ-ერთი, ვინც ხელზე ხელთათმანით დაიბადა. […]
10 ფეხბურთელი, რომელთანაც მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა
პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს კონფლიქტის ზრდის ფონზე, გავიხსენოთ, თუ რომელ ცნობილ ფეხბურთელებთან ჰქონდა პორტუგალიელ სპეციალისტს უთანხმოება.
კასილასი: “მესი ყველა დროის საუკეთესოა”
ლა ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ატლეტიკომ” “ბარსელონას” უმასპინძლა. კატალონიურმა გრანდმა ლეო მესის შესანიშნავი გოლით მადრიდელები მინიმალური სხვაობით დაამარცხა (0:1). “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დასრულებული მატჩის შემდეგ, ლეგენდარულმა ესპანელმა კიპერმა იკერ კასილასმა ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.