მაროკოს ქალაქ მარაკეშში დასრულდა ძიუდოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, ტურნირის ბოლო დღეს მედლისთვის მხოლოდ ერთმა ქართველმა იასპარეზა. 100 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ილია სულამანიძე ,თუმცა იქ იაპონელ კაზუნარი კამიგაკესთან დამარცხდა. ფინალამდე ილიამ სამხრეთ კორეელი სიმ ჯაევუ, უნგრელი პეტერ არვაი, დანიელ მატიას მადსენი და რუსი მატვეი კანიკოვსკი იპონ-იპონ ჩამოიცილა, ფინალში კი მარცხი ოქროს დროში განიცადა. ჩვენმა […]