თელ ავივის გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ (-100) და გურამ თუშიშვილმა (+100) ოქროს მედლები მოიპოვეს. ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფს ევროპის ძიუდოს ფედერაცია (EJU) გამოეხმაურა: ,,ილია სულამანიძე გამოჩნდა! მას ძიუდოს ლეგენდის, ვარლამ ლიპარტელიანის შეცვლის დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ილიას მხოლოდ აძლიერებს. მან შარშან თელ ავივში ბრინჯაოს მედალი აიღო, თბილისში – ვერცხლი, წელს კი, კარიერაში პირველად, […]