7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, 10 მაისს, ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს, 100 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრებს წონა გაორებული აქვს და ტატამზე ნაკრების კაპიტანს – ვარლამ ლიპარტელიანსა და ამ წონითი კატეგორიის ლიდერს – ილია […]