ევლოევი თოფურიას: ,,მატადორი კი არა, წითელი ტილო ხარ რომელსაც ოქტაგონის მოსაწმენდად გამოვიყენებ”
23 იანვარს, UFC 270-ზე, ერთმანეთს ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი დაუპირისპირდებიან. ქართველი მებრძოლის პროგნოზით, შეხვედრა მისი ნოკაუტით პირველივე რაუნდში დასრულდება. თოფურიას კომენტარს ევლოევმა სოციალურ ქსელში უპასუხა: ,,იოცნებე, ესპანელო! მატადორი კი არა, წითელი ტილო ხარ, რომელსაც ოქტაგონის მოსაწმენდად გამოვიყენებ,” – დაწერა ევლოევმა ტვიტერის პირად გვერდზე. ილია თოფურიას ანგარიშზე UFC-ში 3 ბრძოლა და 3 მოგებაა, დაუმარცხებელია მოვსარ […]
“მშიშარა ვირთხა” – ილია თოფურიას მიმართვა რუს მოვსარ ევლოევს | VIDEO
“დაბალი მე დამიტოვე!” – ევლოევი კვლავ თოფურიას იწვევს
ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის სოციალურ ქსელებში დაწყებულ უთანხმოებას, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რუსი მებრძოლები გამოეხმაურნენ. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, დამირ ისმაგულოვმა თოფურიაზე და პიმბლეტზე დამცინავი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეუძლია ერთ ღამეს ორივე მათგანზე იზრუნოს. ილია თოფურიას ყოფილ მეტოქეს – მოვსარ ევლოევს ისმაგულოვის პოსტი უყურადღებოდ არ დარჩენია. ევლოევმა, რომელიც წარსულში […]
ილია თოფურია ჟორდენთან ბრძოლას მოეხსნა
ახლახანს ცნობლი გახდა, რომ ილია თოფურიას UFC 270-ზე ვერ ვიხილავთ. ქართველი მებრძოლი შარლ ჟორდენთან ორთაბრძოლიდან ჩაეხსნა. ესპანური მედიის ინფორმაციის თანახმად, ილიას წონის კლებისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც ის კანადელ მეტოქეს ვეღარ დაუპირისპირდება. ილია თოფურიამ გადაწყვეტილება UFC-ის ექიმების მოთხოვნის შედეგად მიიღო. როგორც 25 წლის ქართველი მანამდე ამბობდა, აღნიშნული პრობლემა მას ადრეც აწუხებდა. შეგახსენებთ, რომ ილიას […]
ილია თოფურიას კარიერის გამორჩეული მომენტები | VIDEO
UFC 270 | ორი საჩემპიონო ბრძოლის წინ ოქტაგონზე ქართველი მებრძოლი გავა
UFC 270-ის ივენთი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული – ანაჰაიმში, “ჰონდას ცენტრი” მიმდინარე წლის რიგით მეორე ღონისძიებას უმასპინძლებს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გულშემატკივრებს, მეინ ქარდზე ორი საჩემპიონო ბრძოლის ხილვის შესაძლელობა აქვთ. ბრენდონ მორენო დეივესონ ფიგიერედოს დამარცხებას შეეცდება, ხოლო ფრენსის ნგანუ ყოფილი სპარინგ პარტნიორის – სირილ განეს დანოკაუტებას გეგმავს. შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი გულშემატკივრისათვის საჩემპიონო ბრძოლების დაწყებამდე, […]
UFC LONDON | ილია თოფურიას მეტოქე ცნობილია
ილია თოფურია ოქტაგონს ახალ წონით კატეგორიაში უბრუნდება. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UFC LONDON-ის ივენთზე, ილია თოფურია (11-0) ჯაი ჰერბერტს (11-3) დაუპირისპირდება. ივენთი 19 მარტს გაიმართება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც “მატადორს” მსუბუქ წონით კატეგორიაში ვიხილავთ. მიმდინარე წლის იანვარში “მატადორი” UFC 270-ზე მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა. თოფურიასა და ევლოევს შორის გასამართი ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა. […]
დვალიშვილის მწვრთნელი ქართველებზე: “თავმდაბალი და კარგი ხალხია”
მერაბ დვალიშვილმა მწვრთნელ მეთ სერასთან ერთად გასულ კვირას გამართული UFC-ის ბრძოლები შეაფასა. ცხადია, ქართველმა მებრძოლმა თანამემამულის, ილია თოფურიას გამარჯვებაზეც ისაუბრა. “ლონდონში ჩატარებულ ბრძოლებში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. გარდა ერთი გამონაკლისისა – ჯეი ჰერბერტმა ილია თოფურიას თითქმის მოუგო. მან ძალიან მაგრად იბრძოლა და დაპირისპირებაში დაბრუნება მოახერხა. უნდა ვთქვა, რომ ქართველები სხვანაირად ვართ აგებულნი. ნოკდაუნის შემდეგ, […]
ცნობილია რა თანხა გამოიმუშავეს ჭიკაძემ და თოფურიამ UFC-ში გამარჯვების შემდეგ
11 ოქტომბერი ქართული MMA-სთვის განსაკუთრებული გამოდგა – ისტორიაში პირველად UFC-ის ერთ საღამოს რინგზე ორი ქართველი მებრძოლი – გიგა ჭიკაძე და ილია თოფურია გავიდა. საბედნიეროდ, ორივე მათგანმა გამარჯვების მოპოვება და ქართველი გულშემატკივრის გახარება მოახერხა. 40 000 ათასი დოლარი გამოიმუშავა გიგა ჭიკაძემ, რომელმაც ომარ მორალესს მოუგო. აღნიშნული თანხიდან 4000 დოლარი ქართველ მებრძოლს სპონსორებიდან ერგო. რაც შეეხება დებიუტანტ […]
UFC 2021 | ქართველი მებრძოლების ტრიუმფალური სვლა
2021 წელი UFC-ის ქართველებისთვის განსაკუთრებული გამოდგა. უმნიშვნელოვანეს ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებები, დამარცხებული ძლევამოსილი მეტოქეები და არაერთი გასაოცარი ემოცია, რომელიც მებრძოლებმა ქართველ გულშემატკივარს აჩუქეს. დასამახსოვრებელი მომენტების პარალელურად, იმედგაცრუებაც ვიხილეთ. სამწუხაროდ, UFC-ს ერთადერთმა ქართველმა ქალმა მებრძოლმა – ლიანა ჯოჯუამ ორგანიზაცია დატოვა. 2021 წელს ოქტაგონზე გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, რომანდ დოლიძე და ლიანა ჯოჯუა გავიდნენ. ქართველებმა UFC-ს […]
ილია თოფურია UFC-ის TOP 10 ახალბედას შორის დასახელდა
UFC-ის ოფიციალურმა გვერდმა 2020 წელი შეაჯამა და წლის 10 საუკეთესო ახალბედაც გამოავლინა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ, სიაში მოხვდა ილია თოფურია. 23 წლის ქართველმა მებრძოლმა TOP 10-ში მე-8 პოზიცია დაიკავა: “ექვსი თვის წინ ილია UFC-ის განაცხადშიც არ იყო, თუმცა ოქტომბერში, იუსეფ ზალალის გამოწვევა მიიღო და “მაროკოელი ეშმაკი” დაამარცხა. 2 თვეში თოფურიამ ვეტერან დეიმონ ჯექსონს საოცრად, 3 წუთზე […]