UFC-ის ცხელი ზაფხული – საჩემპიონო ბრძოლები ივლისსა და აგვისტოში
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მოყვარულებს ცხელი ზაფხული ელით. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში UFC-ის ორი გამორჩეული ივენთი გაიმართება, რომელშიც საჩემპიონო ბრძოლებთან ერთად, რამდენიმე განსაკუთრებული დაპირისპირებაც შედგება. ცხელი ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული საღამო 30 ივლისს, სოლთ ლეიქ სითიში გაიმართება. UFC 291-ის ივენთზე საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ, რომელშიც დასტინ პორიესა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება შედგება. […]
რომან დოლიძე UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა
ცოტა ხნის წინ, განახლდა UFC-ის მებრძოლთა რეიტინგი, სადაც რომან დოლიძე, საშუალო წონით კატეგორიაში, მე-8 პოზიციას იკავებს. UFC Orlando-ზე ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა. ეს რომანის ზედიზედ მესამე ვადაზე ადრე გამარჯვებაა. საინტერესოა, რომ ამ ბრძოლაში რომანი აუთსაიდერად ითვლებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰერმანსონი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვადაზე ადრე მეორედ დამარცხდა. ნორვეგიელი მებრძოლი […]
“თუ ჰოლოუეისთან ბრძოლას ესპანეთში შემომთავაზებენ, მე ამას დავთანხმდები” – ილია თოფურია
ილია თოფურიამ UFC Jacksonvill-ზე ჯოშ ემეტი ძალიან დიდი უპირატესობით დაამარცხა და მის კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. დაუმარცხებელი ქართველი სატიტულო ბრძოლას ძალიან მიუახლოვდა. როგორც ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ილია ჯერ სატიტულო ბრძოლას ვერ მიიღებს. დიდი ალბათობით მას კიდევ ერთი დაპირისპირების გამართვა მოუწევს, რომელიც შესაძლოა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შედგეს. ამასთან დაკავშირებით თოფურიას საკუთარი პირობები აქვს. “ჩემპიონობის რიგში […]
ილია თოფურიას კარიერის გამორჩეული მომენტები | VIDEO
“შენივე ხალხის წინაშე დაგადუმებ” – მოვსარ ევლოევი თოფურიას მიმართავს
ქართველი UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. “ელ მატადორმა” ესპანელ გულშემატკივარს აცნობა, რომ შესაძლოა ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ბრძოლის საღამო ესპანეთშიც გამართოს. როგორც იცით, ილია უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს და ბრძოლებისთვის მოსამზადებელ პერიოდს სწორედ იქ გადის. ქართველი ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივ გულშემატკივარსაც ძალიან უყვარს. ზემოხსენებულ პოსტს მოვსარ […]
დანა უაითი თოფურიას შესახებ | “თოფურია და პიმბლეტი?”
UFC-ის დასკვნითი ღონისძიება ლონდონში ჩატარდა, სადაც მაყურებელმა არაერთი სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ილია თოფურიამ მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა მისი ოპონენტი მეორე რაუნდში ეფექტური დარტყმით დაანოკაუტა და ისედაც ყურადღების ცენტრში მყოფმა მებრძოლმა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაამახსოვრა სახელი და გვარი. ღონისძიების დასრულების შემდეგ UFC-ის ხელმძღვანელი დანა უაითი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, სადაც მას […]
“ეს ბიჭი პრობლემაა” – გილბერტ ბარნსი ილია თოფურიაზე
მოახლოვდა ილია თოფურიას კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, სადაც “მატადორი” ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება. თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ჯექსონვილში გაიმართება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აღსანიშნავია, რომ 38 წლის ამერიკელმა ბოლოს საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბა, სადაც იაირ როდრიგესთან დიდი უპირატესობით დამარცხდა. გულშემატკივრების დიდი ნაწილი ამ დაპირისპირებაში ილიას ფავორიტად მიიჩნევს. UFC-ის მთავარმა გვერდმა გამოაქვეყნა ილიას გამარჯვების ვიდეო წარწერით: “მას […]
“ფეხბურთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ნიჭი, ამიტომაც თამაშობენ მას სამი წლიდან” – დანა უაითი
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ფეხბურთი სძულს და მის სათამაშოდ სპორტსმენებს ნიჭი არ სჭირდებათ. დანა უაითის მეთაურობით, UFC უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2022 წლის მონაცემებით, პრომოუშენის აქციის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. გარდა სპორტული ინტერესებისა, UFC-მ მებრძოლები პოპ ვარსკვლავებადაც აქცია. გასაგებია, რომ ამხელა შრომის შემდეგ, მას MMA ძალიან უყვარს. თუმცა, მან ბევრი ადამიანისთვის […]
ილია თოფურია UFC-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა
ჯოშ ემეტთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის განახლებულ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და ტიტულისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდა. ქვემსუბუქ წონაში თოფურია მე-9 ადგილს იკავებდა, თუმცა, უკანასკნელი განახლების შემდეგ 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-5 ადგილზე აღზევდა. აღსანიშნავია, რომ თოფურია MMA-ში დაუმარცდებლად ასპარეზობს (14-0), ხოლო UFC-ში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.
ევლოევი თოფურიას: ,,მატადორი კი არა, წითელი ტილო ხარ რომელსაც ოქტაგონის მოსაწმენდად გამოვიყენებ”
23 იანვარს, UFC 270-ზე, ერთმანეთს ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი დაუპირისპირდებიან. ქართველი მებრძოლის პროგნოზით, შეხვედრა მისი ნოკაუტით პირველივე რაუნდში დასრულდება. თოფურიას კომენტარს ევლოევმა სოციალურ ქსელში უპასუხა: ,,იოცნებე, ესპანელო! მატადორი კი არა, წითელი ტილო ხარ, რომელსაც ოქტაგონის მოსაწმენდად გამოვიყენებ,” – დაწერა ევლოევმა ტვიტერის პირად გვერდზე. ილია თოფურიას ანგარიშზე UFC-ში 3 ბრძოლა და 3 მოგებაა, დაუმარცხებელია მოვსარ […]
“შენ სად ხარ?” – ილია თოფურია ბრაიან ორტეგას პოსტს გამოეხმაურა
UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალური ქსელის საშუალებით ვარჯიშის ვიდეოებს აქტიურად ავრცელებს. “ელ მატადორს” ჯერჯერობით ბრძოლა არ აქვს ჩანიშნული და მეტოქის ძიებაშია. ილია სოციალური ქსელის საშუალებით ბრაიან ორტეგას პოსტს გამოეხმაურა. ამერიკელმა მებრძოლმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ხაბიბს მიმართა: “ხაბიბ სად არის?” ამ ყველაფერს კი ილია ასე გამოეხმაურა: “შენ სად ხარ” შეგახსნებთ, რომ მისი ბოლო ბრძოლა […]
“დაბალი მე დამიტოვე!” – ევლოევი კვლავ თოფურიას იწვევს
ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის სოციალურ ქსელებში დაწყებულ უთანხმოებას, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რუსი მებრძოლები გამოეხმაურნენ. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, დამირ ისმაგულოვმა თოფურიაზე და პიმბლეტზე დამცინავი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეუძლია ერთ ღამეს ორივე მათგანზე იზრუნოს. ილია თოფურიას ყოფილ მეტოქეს – მოვსარ ევლოევს ისმაგულოვის პოსტი უყურადღებოდ არ დარჩენია. ევლოევმა, რომელიც წარსულში […]