ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის ბრძოლის თარიღი შეიცვალა
როგორც უკვე ვიცით, ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ელის. გავლენიანმა სპორტულმა საიტებმა დაპირისპირების თარიღად 18 ივნისი დაასახელეს. რამდენიმე საათის წინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუმარცხებელი ქართველის ბრძოლამ თარიღი შეიცვალა. ამჯერად, ილიასა და ჯოშის დაპირისპირება 24 ივნისს შედგება. ამით არაფერი იცვლება, “მატადორის” ბრძოლა მაინც ხუთრაუნდიანი იქნება და საღამოს მთავარ დაპირისპირებად დარჩება. აუცილებლად უნდა […]
Weighing In პოდკასტში ჯონ მაკარტიმ და ჯოშ ტომსონმა ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრეს. ყოფილი მებრძოლი და მსაჯი ამ დაპირსპირების მიმართ კარგად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს. “ჯოშ ტომპსონი: თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება დიდებული ბრძოლა იქნება. თოფურია ჯოშს თეიქდაუნებით შეაწუხებს და მას იმაზე ფიქრიც მოუწევს, როგორ შეაჩეროს ილიას ფეხის […]
ილია თოფურიას მომავალი მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი იქნება
დაუმარცხებელი ილია თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება. ქართველი “მატადორის” მოწინააღმდეგე UFC-ის გამორჩეული მებრძოლი ჯოშ ემეტი იქნება. აღნიშნული ორთაბრძოლა 18 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ილიასთვის ეს პირველი ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლა იქნება. თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკელის ბოლო შეხვედრა საჩემპიონო ქამარზე შედგა, სადაც იაირ როდრიგესის წინააღმდეგ მეორე რაუნდში დამარცხდა. რაც შეეხება ილიას, […]
შესაძლოა სეულში ილია თოფურიასა და კორეელი ზომბის დაპირისპირება ვიხილოთ
MMA UNCENSORED-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ერთმანეთს ილია თოფურია და ჩანგ სუნგ იუნგი იგივე “კორეელი ზომბი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ორთაბრძოლა საღამოს მთავარი დაპირისპირება იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შეხვედრა 29 აპრილს, სამხრეთ კორეის დედაქალაქში – სეულში გაიმართება. საინტერესოა, რომ ილიამ WEBPOSITER-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მომავალ ბრძოლაზე მოლაპარაკებები […]
ილია თოფურია: “ცხოვრებაში ბევრჯერ დავმარცხდი, მაგრამ მალე ნომერ პირველი ვიქნები”
ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ესპანურ პოდკასტს სტუმრობდა. WEBPOSITER-ში ილია რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის მის განვლილ ცხოვრებასაც. როგორც მოგეხსენებათ, ილია უკვე დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობს და ესპანეთში გადასვლამდე გარკვეული პერიოდი გერმანიაშიც გაატარა. “ელ მატადორმა” იმ რთულ წლებზეც ისაუბრა, რომელიც მან ოჯახთან ერთად გამოიარა. “გერმანიაში ცხოვრებისას მამა სულ ცდილობდა ჩვენთვის სპორტული სამყარო გაეცნო. საქართველოში დაბრუნებამდე […]
“შენ სად ხარ?” – ილია თოფურია ბრაიან ორტეგას პოსტს გამოეხმაურა
UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალური ქსელის საშუალებით ვარჯიშის ვიდეოებს აქტიურად ავრცელებს. “ელ მატადორს” ჯერჯერობით ბრძოლა არ აქვს ჩანიშნული და მეტოქის ძიებაშია. ილია სოციალური ქსელის საშუალებით ბრაიან ორტეგას პოსტს გამოეხმაურა. ამერიკელმა მებრძოლმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ხაბიბს მიმართა: “ხაბიბ სად არის?” ამ ყველაფერს კი ილია ასე გამოეხმაურა: “შენ სად ხარ” შეგახსნებთ, რომ მისი ბოლო ბრძოლა […]
“შენივე ხალხის წინაშე დაგადუმებ” – მოვსარ ევლოევი თოფურიას მიმართავს
ქართველი UFC-ის მებრძოლი ილია თოფურია საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. “ელ მატადორმა” ესპანელ გულშემატკივარს აცნობა, რომ შესაძლოა ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ბრძოლის საღამო ესპანეთშიც გამართოს. როგორც იცით, ილია უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს და ბრძოლებისთვის მოსამზადებელ პერიოდს სწორედ იქ გადის. ქართველი ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადგილობრივ გულშემატკივარსაც ძალიან უყვარს. ზემოხსენებულ პოსტს მოვსარ […]
ილია თოფურია ესპანელ მომღერალს ფიზიკურად გაუსწორდა | VIDEO
UFC-ის ქართველი ვარსკვლავი ილია თოფურია სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, ესპანეთის ერთ-ერთ ბარში მომხდარი კონფლიქტია დაფიქსირებული, რა დროსაც თოფურიამ ესპანელი მომღერალი დაანოკაუტა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მომღერალი ომარ მონტესია, რომელიც წარსულში პროფესიონალი მოკრივე გახლდათ და 100-ზე მეტი ბრძოლაც აქვს ჩატარებული. მედია საშუალებები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ თოფურია და მონტესი წარსულში მეგობრობდნენ. […]
ილია თოფურიას წარმატებული წელი UFC-ის უყურადღბოდ არ დარჩენია | VIDEO
UFC-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 5 მებრძოლი გამოარჩია, რომელთაც მომავალ წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ. საინტერესოა, რომ ამ სიაში ქართველი ილია თოფურიაც მოხვდა. მასთან ერთად ამ სიაში მოვსარ ევლოევიც მოხვდა, რომელსაც ქართველთან უკვე დიდი ხანია დაპირისპირება აქვს. UFC Asia-მ ილია ბრძოლებიდან ჯაი ჰერბერტთან დაპირისპირება გამოარჩია, სადაც მეტოქე სანახაობრივი მოკაუტით დაამარცხა. შეგახსნებთ, რომ მისი ბოლო ბრძოლა ილიამ ბრაის […]
ქართველი მებრძოლების 2022 წელი UFC-ში
2022 წელი ქართული MMA-სთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დაძაბული ბრძოლების, ბევრი სისხლისა თუ დასანანი მარცხების შემდეგ, იყო გამარჯვებები, რომლითაც ქართველებმა მსოფლიოს უკეთ გააცნეს თავი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ MMA-ს სამყაროსთვის საქართველო აღმოჩენა იყო. ჩრდილო კავკასიელების შემდეგ, ჩვენებურებმა UFC-ის კარი ხმაურიანად შეანგრიეს და აღნიშნულ ორგანიზაციაში თავიც დაიმკვიდრეს. თუ წლების წინ, ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ქართველები საერთოდ არ იყვნენ, […]
“2023 წლის ბოლოს დივიზიონის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მე ვიქნები” – მოვსარ ევლოევი
UFC 282-ზე ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, დანებებით, ბრაის მიტჩელი დაამარცხა. ეს ილიას ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა UFC-ში. ამ მოგებით ილიამ TOP 10-ში შეაბიჯა და ქვემსუბუქ წონაში მე-9 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი დაუმარცხებელია და მისი რეკორდია 13-0. ილია ბრძოლას ინგუში მებრძოლი მოვსარ ევლოევი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოს ის იქნება ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი და არა […]
“ვისურვებდი ბრძოლა საერთოდ არ ამეღო” – ბრაის მიტჩელმა თოფურიასთან ბრძოლაზე ისაუბრა
UFC 282-ზე ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე ამერიკელი ბრაის მეტჩელი იყო, რომელიც მეორე რაუნდში დანებებით დაამარცხა. თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში მე-13, UFC-კი მე-5 გამარჯვება მოიპოვა. UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილზე გადაინაცვლებს. ბრძოლიდან ორ დღეში ბრაის მიტჩელმა ახსნა თუ, რატომ დამარცხდა ილიასთან: “აუცილებლად უნდა გაცნობოთ, რომ ბრძოლის დროს […]