UFC LONDON | ილია თოფურიას მეტოქე ცნობილია
ილია თოფურია ოქტაგონს ახალ წონით კატეგორიაში უბრუნდება. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UFC LONDON-ის ივენთზე, ილია თოფურია (11-0) ჯაი ჰერბერტს (11-3) დაუპირისპირდება. ივენთი 19 მარტს გაიმართება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც “მატადორს” მსუბუქ წონით კატეგორიაში ვიხილავთ. მიმდინარე წლის იანვარში “მატადორი” UFC 270-ზე მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა. თოფურიასა და ევლოევს შორის გასამართი ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა. […]
ილია თოფურია თავისი კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრძოლასთან ძალიან ახლოს არის. “მატადორის” მოწინააღმდეგე ჯოშ ემეტი იქნება, რომელმაც უკანასკნელი ბრძოლა დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის ჩაატარა. ილიასთვის ეს მშვენიერი შანსია, რომ ტიტულისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგას. სწორედ ამ დაპირისპირებას გამოეხმაურა ესპანეთის ერთ-ერთი გამორჩეული საინფორმაციო პორტალი El Espanol, რომელმაც თოფურიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. “ესპანელი MMA-ს მოყვარულები უკვე დღეებს ითვლიან, რათა ილია […]
ილია თოფურიას მომავალი მეტოქე დაუმარცხებელი ამერიკელი იქნება
დიდი ალბათობით, 2022 წლის 5 ნოემბერს, UFC Vegas 64-ზე ილია თოფურიას მეტოქე ამერიკელი ბრაის მიტჩელი იქნება. ამერიკელი მებრძოლი თავდაპირველად მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ინგუში დაპირისპირებას ტრავმის გამო ჩაეხსნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიტჩელის მეტოქე დაუმარცხებელი “ელ მატადორი” ილია თოფურია იქნება. თოფურია ამერიკელს ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს იწვევდა. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ორივე მებრძოლი საკმაოდ გააქტიურდა […]
სერხიო რამოსის ემოციები ილია თოფურიას ბრძოლის დროს | VIDEO
ილია თოფურიამ რაიან ჰოლი ნოკაუტით დაამარცხა | VIDEO
ქართველი მებრძოლების 2022 წელი UFC-ში
2022 წელი ქართული MMA-სთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დაძაბული ბრძოლების, ბევრი სისხლისა თუ დასანანი მარცხების შემდეგ, იყო გამარჯვებები, რომლითაც ქართველებმა მსოფლიოს უკეთ გააცნეს თავი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ MMA-ს სამყაროსთვის საქართველო აღმოჩენა იყო. ჩრდილო კავკასიელების შემდეგ, ჩვენებურებმა UFC-ის კარი ხმაურიანად შეანგრიეს და აღნიშნულ ორგანიზაციაში თავიც დაიმკვიდრეს. თუ წლების წინ, ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ქართველები საერთოდ არ იყვნენ, […]
“ის საფრთხეს გაურბის” – ილია თოფურია ვოლკანოვსკიზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკისთან შესაძლო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: “მას ისლამთან რემატჩი სურს. 70 კილოგრამში ასვლა სურს, რადგან ის ნამდვილ საფრთხეს გაურბის. მან იცის სად ელოდება ნამდვილი საფრთხე და ეს მე ვარ 65 კილოგრამში. ის ადვილ გზებს ეძებს. – განაცხადა ილია თოფურიამ. კვირას ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა. მის ანგარიშზე […]
“ილია, ჯიგარი ხარ!” – მერაბ დვალიშვილი თოფურიასა და პიმბლეტის ინციდენტს გამოეხმაურა
15 მარტს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ილია თოფურია პადი პიმბლეტს დაუპირისპირდა. ქართველი და ინგლისელი მებრძოლების გაშველება სასტუმროში მყოფმა პირებმა შეძლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში, თოფურიამ განმარტა, რომ პიმბლეტთან დაპირისპირება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოზე და ქართველ ხალხზე გაკეთებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებამ გამოიწვია. ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტს შორის მომხდარ დაპირისპირებას UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – მერაბ დვალიშვილი […]
როგორც უკვე ვიცით, ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ელის. დაუმარცხებელი ქართველისა და ემეტის დაპირისპირება 24 ივნისს შედგება. “მასზე ყველაფერს ვუყურებ. ვაკვირდები თუ რა არის მისი ბუნებრივი მოძრაობები როცა იღლება. სწორედ ამაზე ვმუშაობ ჩემს გუნდთან ერთად, რომ გარკვეული მოძრაობებისთვის მზად ვიყო.” – განაცხადა ილიამ ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში სტუმრობისას. როგორც იცით, ბრძოლისთვის მზადებისას ძალიან დიდი […]
UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს
UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ. სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა. ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს: აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან. „სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება […]
ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ჯოშ ემეტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დაპირისპირება, რომელიც საღამოს მთავარი ბრძოლა იყო, ფლორიდაში, ჯექსონვილში შედგა. შეხვედრა ,,მატადორის” აშკარა უპირატესობით წარიმართა – ილიამ მეტოქეს 5-ვე რაუნდში აჯობა. ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა ილია თოფურია Vs ჯოშ ემეტი (სრული ბრძოლა) სერხიო რამოსის ემოციები ილია თოფურიას ბრძოლის დროს | VIDEO ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, […]
რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამარჯვებით
UFC 264-ზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ილია თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელის სტატუსს ატარებს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ოპონენტი რაიან ჰოლი გახლდათ, რომელიც პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. თოფურიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და როგორც აღვნიშნეთ მარცხის გრაფაში კვლავ 0-იანი რჩება. Make that 1️⃣1️⃣-0️⃣! 🇬🇪 @TopuriaIlia remains UNDEFEATED! #UFC264 pic.twitter.com/VHli1SM674 — UFC (@ufc) July 11, 2021 საყურადღებოა, რომ […]