საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. იუბანკსის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში მოუგო და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც […]