The Athletic, Eurosport და სხვა გავლენიანი მედია საშუალებები, ლეო მესის ტრანსფერის შესახებ აქტიურად სპეკულირებენ. უკანასკნელი ცნობების თანახმად, არგენტინელი სუპერვარსკვლავი “ინტერ მაიამის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. წყაროს მტკიცებით, MLS-ის ბინადარი გუნდი, მესის ტრანსფერს მომავალ წელს გეგმავს და მის გადასაბირებლად ყველა ღონეს იხმარს. აღნიშნულ ინფორმაციას, “ინტერ მაიამის” წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი – დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. […]