ხუან კუადრადო ინტერის ფეხბურთელია
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი, ხუან კუადრადო კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კოლუმბიელმა მილანურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს. კუადრადომ გასულ სეზონში ,,იუვენტუსის” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ინტერმა ნაიკთან ახალი, 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
,,ინტერისა” და ნაიკის პარტნიორობა კიდევ 8 წლით, 2031 წლამდე გაგრძელდება. ახალი კონტრაქტის თანახმად, ,,ნერაძური” ამერიკული კომპანიისგან სეზონში 30 მილიონ ევრომდე მიიღებს, რაც გასულ სეზონთან შედარებით, 17 მილიონით მეტია. ,,ინტერი” და ნაიკი 1998 წლიდან თანამშრომლობენ, წინა სეზონში სწორედ ,,ინტერი” იყო ერთადერთი გუნდი სერია A-ში, რომელსაც ნაიკი ეცვა.
“ინტერის” სპორტულმა დირექტორმა – პიერო აუზილიომ იტალიურ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით “ინტერი”, “იუვენტუსი” და “რომა” აქტიურად ინტერესდებოდნენ, თუმცა, კოვიდპანდემიის შემდეგ “ნაპოლიმ” სიტუაციით ისარგებლა და ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ტრანსფერი მინიმალურ ფასად განახორციელა. “ნერაძურის” სპორტულმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელია მხოლოდ იმიტომ არ შეიძინეს, რომ კონტესა და მოგვიანებით ინძაგის 3-5-2 ფორმაციაში მსგავსი ტიპის ფეხბურთელის […]
ინტერმა მარკუს ტურამი გაიფორმა
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, მარკუს ტურამი კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 25 წლის ფეხბურთელი მილანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორა. ტურამმა გასულ სეზონში ,,გლადბახის” მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელის გადაბირებით ,,პარი სენ ჟერმენი”, ,,მილანი” და ,,ლაიფციგიც” ინტერესდებოდნენ.
მარსელო ბროზოვიჩი ალ ნასრის შეთავაზებას დათანხმდა
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელო ბროზოვიჩი “ალ ნასრის” შეთავაზებას დათანხმდა. სპორტული ჟურნალისტის თქმით, სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა არის დარჩენილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბროზოვიჩი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კონტრაქტსაც ამ საღამოსვე მოაწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ ხორვატი ფეხბურთელი არაბულ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.
მანჩესტერ იუნაიტედი ანდრე ონანას დამატებას გეგმავს
სპორტული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად “მანჩესტერ იუნაიტედი” ონანასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალურ შეთავაზებას დღეს გააკეთებს. ამ ეტაპზე ერიკ ტენ ჰაგისთვის “ინტერის” კარის დარაჯი მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ონანას 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან. “ინტერის” წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შემოთავაზება მათი მოთხოვნების შესაბამისი იქნება. აღსანიშნავია, რომ ერიკ ტენ ჰაგს კამერუნელ მეკარესთან […]
ინტერი ონანას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს
იმ შემთხვევაში თუ ,,ინტერს” ანდრე ონანა დატოვებს, მილანური გუნდი გიორგი მამარდაშვილის ან იან ზომერის გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კამერუნელი მეკარით პრემიერლიგის გუნდები, ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,ჩელსი” ინტერესდებიან. ,,ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ვეტერანის წინააღმდეგ. ,,ინტერის” დაცვის ხაზისთვის ორივე გარანტიაა, მაგრამ ონანას მემკვიდრეობა, პირველ თვეებში […]
გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით, სპეკულაციები არ ცხრება. ავტორიტეტული მედია საშუალებები აღნიშნავენ, რომ ქართველი კიპერის დღეები “ვალენსიაში” დათვლილია, რადგან მისი სამსახურით პრემიერ ლიგისა და სერია A-ს კლუბები ინტერესდებიან. TUTTOmercatoWEB და L’Interista აღნიშნავენ, რომ მილანის “ინტერი” ქართველი კიპერის სამსახურით აქტიურად ინტერესდება – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ონანა “ნერაძურის” დატოვებასთან ახლოსაა. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის […]
ინტერი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს
Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერი” ანდრე ონანას გაშვებას აპირებს და მილანელები მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. “ნერაძურის” სიაში ჯერჯერობით ორი ვარიანტია: “ემპოლის” ვიკარიო და “ვალენსიას” კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი. “ინტერის” მეკარის შეძენით “ჩელსი” ინტერესდება. ლონდონელებისთსვის ის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და მილანელებთან მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსია” მამარდაშვილის მისაღებ ფასად […]
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. გუნდში ყველაზე მეტი – 7 ფეხბურთელი ,,მანჩესტერ სიტიდანაა”, 2-2 კი ,,ინტერიდან” და ,,რეალიდან”. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება: მეკარე – ტიბო კურტუა (რეალი) მცველები – კაილ უოკერი, რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ალესანდრო ბასტონი, ფედერიკო დიმარკო (ინტერი) ნახევარმცელები – როდრი, სტოუნსი, კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი) თავდამსხმელები […]
ინძაგი: ,,ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა”
,,ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან” წაგებული ფინალური მატჩი შეაფასა: ,,ჩვენ შესანიშნავი თამაში გვქონდა და ამით უნდა ვიამაყოთ. ჩემს ფეხბურთელებს სათითაოდ ჩავეხუტე, რადგან ისინი, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები, არაჩვეულებრივები იყვნენ და განსხვავებულ შედეგს იმსახურებდნენ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მათ საყვარელი გუნდის დღევანდელი თამაშით სიამოვნება მიიღეს. გუშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელებს არავისში არ გავცვლიდი და […]