მორიგი დებიუტანტი – ვილი სანიოლმა აზაროვი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა – “დინამო ბათუმის” 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი “ჯვაროსნებთან” ერთად საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩისთვის მოემზადება. ფრანგმა სპეციალისტმა ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლევან შენგელიას ნაცვლად გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ “ქონიასპორის” მარჯვენა ვინგერმა გუშინ ესპანეთთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ის მარტის სანაკრებო პაუზის ბოლო თამაშს გამოტოვებს. ირაკლი აზაროვი 21-წლამდე […]
ირაკლი აზაროვით რუსული გუნდი დაინტერესდა
ირაკლი აზაროვმა შესაძლოა, კარიერა, რუსეთში გააგრძელოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ნობელ არუსტამიანის თქმით, “დინამო ბათუმის” 19 წლის ფეხბურთელით “კრასნოდარია” დაინტერესებული. კლუბს სურს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დაცვისა და შეტევის ხაზები გააძლიეროს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი 2021 წელს “დინამო თბილისიდან” “დინამო ბათუმში” გადავიდა. ირაკლიმ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი […]
ირაკლი აზაროვით ლიგა 1-ის გუნდი დაინტერესდა
“დინამო ბათუმის” ფეხბურთელის ირაკლი აზაროვის გადაბირებით კიდევ ერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ ფრანგული “ბორდო” 400 ათას ევროს იხდის. შეგახსენებთ, რომ აზაროვის ტრანსფერი ბელგიურ “ბრიუგეს”, ხორვატიის ჩემპიონ “დინამო ზაგრებსა” და რუსულ “კრასნოდარს” სურთ. გარდა ამისა, ირაკლის სანაცვლოდ 600 ათას ევროს იხდის “ტრაბზონსპორი”. როგორც ცნობილია, თავდაპირველად აჭარული კლუბი აზაროვს 1,2 მილიონ […]
კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – “ჯვაროსნები” რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კიდევ ერთი დებიუტანტი და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა ნუსხაში არ არის “ანორთოსისის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია. საქართველოს […]
ბელგიის და ხორვატიის მოქმედი ჩემპიონები დინამო ბათუმის ფეხბურთელით ინტერესდებიან
საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში, “დინამო ბათუმის” პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. აქამდე, კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “დინამო თბილისის” აკადემიის აძრდილი ფეხბურთელის დამატება “პაფოსს” სურდა, ახლა კი ირკვევა, რომ, მისი დამატებით ხორვატიის და ბელგიის ამჟამად საუკეთესო კლუბები ინტერესდებიან. „აზაროვით კვიპროსელების დაინტერესება ლოგიკურია. მაგრამ მას სხვა […]
ირაკლი აზაროვმა შუქურას ულამაზესი გოლი გაუტანა | VIDEO
აზაროვს მილიონად აფასებენ – ეროვნული ლიგის ფასები განახლდა
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა საქართველოს ეროვნული ლიგის სატრანსფერო ფასები განაახლა. საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი “დინამო ბათუმის” მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვია, რომლის სატრანსფერო ფასიც 1 მილიონ ევროს შეადგენს, მთლიანად ათეულში კი ყველაზე მეტი სწორედ მისი თანაგუნდელია. საუკეთესო ათეულში ბათუმელთაგან კიდევ 4 ფეხბურთელი, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ჯაბა ჯიღაური და ბენჟამინ ტეიდი იმყოფებიან, კიდევ ერთ, ოღონდ თბილისურ “დინამოს” […]
პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი “დინამო” დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის […]
დინამოს აკადემიის ფეხბურთელმა სტაჟირება ბარსელონასა და ბორდოში გაიარა
დინამო თბილისის აკადემის 17 წლის ტალანტი, ირაკლი აზაროვი, ბორდოსა და ბარსელონაში იმყოფებოდა. ირაკლი აზაროვი დინამოს აკადემიის დირექტორთან, ლევან გვანცელაძესთან ერთად გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც დარასელიას თასის მომავალ გათამაშებაზე დაპატიჟეს, რაზეც ორივე გუნდმა მზაობა გამოთქვა და ინტერესიც გამოიჩინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, Live.ge ირაკლი აზაროვს დაუკავშირდა და მისგან კომენტარი აიღო. “ბორდოში 5 დღის განმავლობაში ვიყავი. ამ დროის განმავლობაში, […]
თურქული კლუბი აზაროვის ტრანსფერზე მუშაობს
თურქული მედიის ინფორმაციით, ირაკლი აზაროვით “ტრაბზონსპორი” დაინტერესდა. სუპერ ლიგის ერთ-ერთმა წამყვანმა კლუბმა “დინამო ბათუმთან” მოლაპარაკება უკვე დაიწყო. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში დაიწერა, რომ 19 წლის ქართველი მცველის გადაბირება “კრასნოდარსაც” სურს. გარდა ამისა, “დინამო ბათუმის” პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ აზაროვით ბელგიური “ბრიუგე” და ხორვატიის ჩემპიონი, “დინამო ზაგრებიც” დაინტერესდა. გეტყვით, რომ “ტრაბზონსპორმა” თურქეთის […]
ირაკლი აზაროვი ან იუვენტუსის მცველი – თურქული კლუბი არჩევანის წინაშე
თურქული მედიის ინფორმაციით, “დინამო ბათუმის” მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი შესაძლოა “ტრაბზონსპორის” ფეხბურთელი გახდეს. karadenizgazete.com.tr-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თურქეთის სუპერლიგის ბინადარმა კლუბმა საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერისგან 19 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის შეძენასთან დაკავშირებით უარი მიიღო, ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ და ამ თემაზე მომავალშიც ისაუბრებენ. ასევე, აღნიშნული წყაროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ […]
ეროვნული ლიგა: III წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში სამი წრე დასრულდა და გუნდები გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყებად ემზადებიან. ქვეყნის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდები თავიანთი მიზნის მისაღწევად ძალათა მაქსიმუმის გამოყენებას იწყებენ. უკვე ნათლად გამოიკვეთნენ კლუბები, რომლებიც ჩემპიონობისთვის, ევროტურნირების საგზურისთვის თუ რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ. ჩემპიონატში ჩატარებული 3/4-ის შემდეგ, თითოეულ გუნდს დეტალურად განვიხილავთ და მესამე წრის სიმბოლურ გუნდსაც შემოგთავაზებთ. ზოგადად […]