საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA) რომელიც, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისათვის დამოუკიდებელ ანტი სადოპინგო პროგრამას ახორციელებს 13 ძალოსანს დარღვევები აღმოუჩინა. აღსანიშნავია, რომ ITA-მ 2012 წელს ჩატარებული ტესტები გადაამოწმა, რის შედეგადაც 13 ძალოსანს სისხლში სხვადასხვა აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოა, რომ 13 ძალოსანს შორის 2 ქართველია. 2012 წელს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, […]