ქართველი ფალავანი, ამირან პაპინაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა. პაპინაშვილის მეტოქე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი იქნება. ორთაბრძოლა დაახლოებით 30-40 წუთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოში მხოლოდ 2 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს: ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014) და ირაკლი ცირეკიძე (2007).