იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რობერტო მანჩინიმ, ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. ,,სკუადრა აძურას” განაცხადში 26 ფეხბურთელია: მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), ალექს მერეტი (“ნაპოლი”), სალვატორე სირიგუ (“ტორინო”). მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (“ლაციო”), ალესანდრო ბასტონი (“ინტერი”), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ჯოვანი დი ლორენცო (“ნაპოლი”), ემერსონი (“ჩელსი”), ალესანდრო ფლორენცი (“პსჟ”), ლეონარდო სპინაცოლა (“რომა”), რაფაელ ტოლოი (“ატალანტა”). […]