იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ დარწმუნებით განაცხადა, რომ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს. “სკუადრა აძურას” ვაქცინაციის პროცესი ევრო 2020-ის წინ ჩაუტარდება, რომელიც მიმდინარე წლის 11 ივნისს, სწორედ იტალიის დედაქალაქში დაიწყება და რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე“, მასპინძელი და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყება. სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ხსენებულ შეხვედრას გულშემატკივრების 25% […]