ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. უეფას ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, რომელიც “იუვენტუსმა” “სევილიასთან” სტუმრად, “რამონ სანჩეს პისხუანზე” უნდა გამართოს, 36 წლის ფეხბურთელმა გაამხილა, რომ 2023/24 წლების სეზონის შემდეგ, კარიერას დაასრულებს. “როცა ფეხბურთის თამაშს მომავალი სეზონის ბოლოს დავასრულებ, ეს იტალიური დაცვის სტილის ეპოქის დასასრული იქნება. საამაყოა, რომ […]