იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ერთა ლიგის შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ევროპის მოქმედი ჩემპიონები 15 ივნისს ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი ნიდერლანდებში გაიმართება. განაცხადში ვერ მოხვდნენ ,,ინტერისა” და ,,ფიორენტინას” ფეხბურთელები, რომლებსაც ევროტურნირებზე ფინალური მატჩები ელით. ,,სკუადრა აძურას” შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა, ალექს მერეტი, ვიკარიო მცველები – ფედერიკო ბაშიროტო, ლეონარდო ბონუჩი, […]